„დღეს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა სპეციალური ბრიფინგი ინვესტორებისთვის, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის არაერთი ინვესტორი იყო ჩართული. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ბოლო პერიოდში მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების კუთხით გატარებული რეფორმები და ვიმსჯელეთ აღნიშნული რეგულაციების დანერგვის გზებზე, რომელიც უმტკივნეულო იქნება როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე, თავად მიკროსაფინანსო ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა მისო კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბ-მა არჩილ ბაკურაძემ.