16 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
6 G. Gulua Str. 0114. Tbilisi, Georgia
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
Tel.: +995 32 2727224
Mob.: +995 577 293979
E-mail: pr@moe.gov.ge
მნიშვნელოვანი ცვლილებები სატყეო სფეროში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეა სამინისტროს გამგებლობის სფეროში სატყეო სექტორის გადმოცემა.
სატყეო სფეროში არსებული უამრავი პრობლემის გათვალისწინებით, სამინისტრომ, ჯერ კიდევ რეორგანიზაციამდე, შეიმუშავა საქართველოს ტყეების მართვის კონცეფცია, სრულყოფის პროცესშია სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი. გარდა ამისა, იგეგმება ტყის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც სამინისტროს ექნება რეალური წარმოდგენა სატყეო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, რაც აუცილებელია პრობლემების გადაჭრის ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
სატყეო სექტორის მართვას სამინისტრო განახორციელებს ახლად შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის -სატყეო პოლიტიკის სამსახურისა და ახლად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ეროვნული სატყეო სააგენტოს მეშვეობით.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს ტყის ფონდის მართვას, უზრუნველყოფს ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქმიანობის დაგეგმვას და განხორციელებას, მათ შორის, მოსახლეობის მერქნულ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ტყეების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებს.
ამავდროულად, სააგენტო პასუხისმგებელი იქნება ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრად გამოყენებაზე, განახორციელებს ტყითსარგებლობის რეგულირებასა და კონტროლს.
პირველი ეტაპისთვის, ტყეების ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების მიზნით გაიზარდა ტყის მცველთა საშტატო რიცხოვნობა. დაგეგმილია ის ძირითადი სატყეო ღონისძიებები, რომლებიც წარმოადგენენ ტყეების მდგრადი მართვის აუცილებელ პირობას (მაგ. ტყის ინვენტარიზაცია, მოვლის ღონისძიებები და ა.შ).
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩამოყალიბებული სატყეო პოლიტიკის სამსახურისმეშვეობით მოხდება სახელმწიფო ფუნქციების გამიჯვნა ტყის ფიზიკური მართვისაგან, რაც ტყეების მართვის მიმართულებით განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებაა.
დეტალური ინფორმაცია რეორგანიზაციის შესახებ იხილეთ ბმულზე: