ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მობილური განვადება საქართველოს ბანკისგან
28/05/2012

 
პრესრელიზი

28 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge

მობილური განვადება საქართველოს ბანკისგან

 თბილისი,  28 მაისი,  2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, მობილურ ტელეფონებზე ახალი განვადების შეთავაზების შესახებ. ის, ვინც 7 ივლისის ჩათვლით, ისრაგებლებს საქართველოს ბანკის განვადებით და შეიძენს iPhone-ს, Blackberry-ს თუ Android-ის მობილურ ტელეფონს, საჩუქრად გადაეცემა 3გბ-მდე მობილური ინტერნეტი. აგრეთვე მათ, ვისაც სურს ახლადშეძენილი ტელეფონით მართოს საკუთარი საბანკო ანგარიშები და განახორციელოს სხვა და სხვა საბანკო ოპერაციები, აქციის ფარგლებში, ბანკი სთავაზობს ტელეფონებზე  მობილბანკის ახალი თაობის პროგრამის გააქტიურებას. საქართველოს ბანკის ახალი თაობის მობილბანკის პროგრამის  ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია Apple-ის ოფიციალური პორტალიდან AppStore, iPhone და iPod touch-ებისთვის. უახლოეს მომავალში მობილბანკი ასევე იქნება ხელმისაწვდომი  Android-ისა, BlackBerry-ს ტელეფონებისთვის და iPad-ისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მომხმარებელს უნიკალურ სერვისს სთავაზობს, ბანკის მსხვილ სერვისცენტრებში Digital Desk-ების განთავსებით. Digital Desk-ებთან საქართველოს ბანკის მომხმარებლებს დაეხმარებიან სწრაფად და მარტივად შეარჩიონ სასურველი სმარტფონის მოდელი, გააფორმონ უპროცენტო  განვადება მობილური ტელეფონის შესაძენად, მიიღონ კომპეტენტური რჩევები და, სურვილის შემთხვევაში, უფასოდ ჩაიწერონ საქართველოს ბანკის მობილბანკის პროგრამა შერჩეულ სმარტფონში. Digital Desk-ები ეტაპობრივად საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრში განთავსდება.

აქციით სარგებლობა და განვადებით მობილური ტლეფონის შეძენა, მომხმარებელს შეუძლია, საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებშიც. საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს განვადების ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელს და მომხმარებელზე მორგებულ, მოქნილ განვადების პირობებს. საქართველოს ბანკის უპროცენტო განვადებით სარგებლობა შეუძლია 20 წლიდან 70 წლამდე ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს  მინიმუმ 200 ლარს.  სესხის მოცულობა განისაზღვრება 200-დან 3000 ლარამდე, ხოლო სესხის ვადა 3-დან 24 თვემდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მობილურ განვადებაზე, ასევე აქციაში ჩართული განვადების წერტილების ჩამონათვალის სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge

წაკითხულია: 2561