ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მოგზაურთა გზამკვლევი
19/07/2012


პრესრელიზი

19 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

მოგზაურთა გზამკვლევი

მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში flydubai-სთან ერთად 

ავიაკომპანია flydubai, რომელიც ყველაზე ინოვაციური და დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანიაა რეგიონში, უკვე 50-მდე მიმართულებით ახორციელებს ფრენებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომელთა შორისაცაა: ცრემლის ფორმის კუნძული შრილანკა, სადაც მუდამ იდეალური ტემპერეტურა და მოგზარობისათვის სასურველი კლიმატია, ზღვის კურორტებით მდიდარი მუსკატი და  ჰიმალაის მშვენება -  ნეპალი;

ავიკომპანია flydubai-ს გამოჩენამ ავია-ინდუსტრიში ფაქტიურად  რევოლუცია მოახდინა ტურიზმის სფეროშიც და მოგზაურობის მოყვარულთ საშუალება მისცა ენახათ ისეთი ადგილები, რაც სამი წლის წინ  შეუძლებლად ეჩვენებოდათ და უამრავ სირთულესთან ასოცირდებოდა.

ავიაკომპანია ქართველ ტურისტებსაც სთავაზობს მოქნილ, კომფორტულ და იაფ მგზავრობას მსოფლიოს საუცხოო ქვეყნების აღმოსაჩენად. ავიკომპანიის 50 მდე მიმართულებებიდან ამჯერად  გთავაზობთ ორ ეგზოტიკურ ქვეყანას: ომანსა და ნეპალს.


დაივინგი: მუსკატი, ომანი

ულამაზესი ომანი 2700 კმ-იანი ზღვის ქვიშიანი სანაპიროთია ცნობილი.
ომანის კულტურის შესაცნობად აუცილებლად ეწვიეთ მუსულმანური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშს - დიდ მეჩეთს. შემდეგ დატკბით კრისტალურად სუფთა, კამკამა წყალში დაივინგითა და დელფინების ყურებით. თუ თქვენ წყალქვეშა ყვინთვის მოყვარული ხართ მუსკატში უამრავ დაივინგის ცენტრს ნახავთ. ზღვის დონიდან 15 მეტრის სიღრმეზე თქვენ ნამდვილ წყალქვეშა ზოოპარკში აღმოჩნდებით, სადაც მარჯნის რიფებით მოფენილ ულამაზეს ბაღებში ზვიგენებს, ზღვის ცხენებს, კუებსა და ტროპიკულ თევზებს იხილავთ.

მოგზაურთა გზამკვლევისამზარეულო 
თურქული სახლი თქვენს თვალწინ დაჭერილ თევზეულს ადგილობრივი ბაზრის ფასად შემოგთავაზებთ. თუ გსურთ ნამდვილი ომანური სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა შეიგრძნოთ ეწვიეთ უბჰარის რესტორანს. აქ თქვენ  ადგილობრივ დელიკატესს შუვაას დააგემოვნებთ. შუვაა არის ჩიაბატა პურში შეხვეული საქონლის ხორცი სანელებლებითა და მზეზე გამომშრალი პომიდორებით.
სასტუმრო 
ომანის მთების ფონზე განლაგებულია  ფუფუნებით განთქმული სასტუმრო Shangri-La's Barr Al Jissah Resort & Spa. საშუალო შემოსავლის მქონე ტურისტები რუვიში მდებარე Beach Hotel- Beach Hotel- ში შესანიშნავ დროს გაატარებენ.
აუცილებელი ნივთები
მსუბუქი ფეხსაცმელი და წყალქვეშა კამერა დაივინგისთვის.


ენერგიული დასვენებაკატმანდუნეპალი

იცით თუ არა, რომ ნეპალის დროშა მსოფლიოში ერთადერთია, რომელსაც კვადრატული ფორმა არ აქვს!
ადგილობრივი მეგზურები კატმანდუს ველებს შემოგატარებენ და ჰიმალაიზეც გიმასპინძლებენ. ადრენალინი შეგიძლიათ ჯომარდობისას და მთის ველოსიპედებით სიარულითაც მიიღოთ.  თუ თქვენ ამის შემდეგაც არ დაიღლებით ტიბეტის საზღვრებთან მსოფლიოს უმაღლესი 160 მეტრის სიმაღლის
„ტარზანკით" გადმოხტეთ.

სამზარეულო 
კატმანდუს ქუჩებში გამწკრივებული კაფეები ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს შემოგთავაზებენ. ქალაქის მდიდრული და კოლორიტული რესტორანებია Newari და Thamel's, სადაც ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად ტრადიციული ცეკვებითაც გაერთობით.
სასტუმრო 
კატმანდუში სასტუმროების უდიდესი არჩევანია. აქ პატარა, სუფთა საოჯახო ტიპის სასტუმროების უდიდესი არჩევანია. ტამელის ცენტრში მდებარეობს პოპულარულ საშუალო დონის სასტუმრო Kathmandu და უმაღლესი კლასი მომაჯადოებელი სასტუმრო Hyatt Regency.
აუცილებელი ნივთები
ალპინისტის ფეხსაცმელი

მოგზაურთა გზამკვლევი

რჩევა - დარიგებები მოგზაურებს

თუ მოგზაურობაში შესამოწმებელი ბარგი მიგაქვთ, დაჯავშნეთ და გადაიხადეთ მისი საფასური
flydubai.com ვებ-გვერდიდან ფრენამდე მინიმუმ 4 საათით ადრე. აუცილებლად დაარეგისტრირეთ ბარგი: იქნება ეს 20, 30 თუ 40 კგ, რადგან აეროპორტში ბარგის დარეგისტრირება კილოგრამებით ითვლება და ბევრად ძვირი დაგიჯდებათ. flydubai-ს რეისებზე თქვენ ბარგი შეგიძლიათ გაყოთ და მაქსიმუმ 3 ადამიანს გადაუნაწილოთ. ბარგი ერთ პერსონაზე მაქსიმუმ 32 კგ. უნდა იყოს.
თუ თქვენ მხოლოდ ხელბარგით მოგზაურობთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ჩანთა 7 კგ.-ზე მეტს არ იწონის (დამატებით ნოუთბუქის ჩანთა ან პატარა ხელჩანთის შეტანაა შესაძლებელი). თუ თქვენი ბარგი 7 კგ.-ს გადასცდება მზად იყავით ბარგის საფასური აეროპორტის ტარიფის მიხედვით გადაიხადოთ.

სანამ  ზაფხულის არდადეგებზე გაემგზავრებით უმჯობესია ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ. არ დაგავიწყდეთ ჩაალაგოთ ყველა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნივთი. დაიტოვეთ აეროპორტში მისვლისთვის საჭირო დრო. ასევე დაიტოვეთ დრო რეგისტრაციისთვის და ბარგის შესამოწმებლად.
დაიტოვეთ დრო Duty Free-ში სავაჭროდ.
უყურეთ თვითმფრინავში სატელევიზიო შოუებს, მულტფილმებსა და მხატვრულ ფილმებს და გახადეთ მოგზაურობა დაუვიწყარი.

წაკითხულია: 3089