ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
07/12/2022
მომავალი პედაგოგების წახალისებით მიზნით სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება

მიმდინარე კვირას, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი, უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და ფონდის სტიპენდიანტებს შეხვდა. ღონისძიება ფონდის ინიციატივით წამოწყებული პროექტის - „მომავალი პედაგოგი" - ფარგლებში გაიმართა და მას ამავე უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სტუდენტები და ფონდის სტიპენდიანტები ესწრებოდნენ.

ფონდის დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გპფ-ს საქმიანობა განათლების სფეროში და ის პროექტები, რასაც ფონდი აფინანსებ. ასევე, სტუდენტებისთვის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელმა ირინა ხანთაძემ, ჯილდოს მფლობელმა როლანდ შავაძემ, ათეულის წევრებმა - ინგა მოსიძემ და მანანა მენაბდემ ვორქშოფი გამართეს მასწავლებლის როლისა და თანამედროვე პედაგოგის მნიშვნელობის შესახებ.


პროექტი "მომავალი პედაგოგი" ფონ­დის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბის სას­ტი­პენ­დიო პრო­ექ­ტია. იგი 2020 წლი­დან პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და თითო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლი­დან 10 წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენტს აერ­თი­ა­ნებს. მისი მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია გა­უ­ჩი­ნოს რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს და პარტნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში შექ­მნას მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სტი­პენ­დი­ის თვი­უ­რი ოდე­ნო­ბა შე­ად­გენს 150 ₾-ს. მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის სტი­პენ­დი­ან­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ვად არ­ჩე­ვენ.


სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ფონდს 70-მდე სტი­პენ­დი­ან­ტი ჰყავს 7 სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში: გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სახ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ზუგ­დი­დის შოთა მეს­ხი­ას სახ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თე­ლა­ვის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახ. უნივერსიტეტი.


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით "გპფ" მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 30-მდე საგანმანათლებლო პროექტი. "გპფ-ს" ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში თითქმის 4 მლნ. ლარს შეადგენს.
ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორებიცაა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, UNDP, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა ორგანიზაციები.


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 991