ორგანიზაციის შესახებ
დამატებითი ინფორმაცია:
მოძრაობა “მომავლის საქართველო“ 2019 წელს დაფუძნდა, მოძრაობის ქვაკუთხედს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, როგორც ქვეყნის სრულფასოვანი აქციონერი, რომელიც მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და ეკონომიკური დოვლათის განაწილებაში, აქვს სრული წვდომა დამოუკიდებელ და კომპეტენტურ სასამართლოზე.
თენგიზ ტყეშელაშვილის ბიოგრაფიულ აქტივშია მოზბახის პროფესიული აკადემია, მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს სკოლის INSEAD-ს სამაგისტრო კურსი, CFA ინსტიტუტის სერტიფიკატი. პროფესიით ეკონომისტი 20 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა როგორც საფინანსო - საინვესტიციო, ასევე ტექნოლოგიურ სფეროში, სადაც მართავდა 1 მილიარდ აშშ დოლარის საინვესტიციო პორტფელს, SpeedInvest / ავსტრიის კერძო საინვესტიციო ჯგუფი (ავსტრია). მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში სავალუტო ბაზრების განვითარება, კომპანიების გაკოტრებისგან გადარჩენის და რეორგანიზაციის პირველი სისტემის და პრინციპების შექმნა-ჩამოყალიბება, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო სპეციალური კანონმდებლობის შექმნას.