პრესრელიზი
3 ივნისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73
მომხმარებელთა ფედერაციამ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ჩატარებული შემოწმებების შედეგები გამოაქვეყნა
გუდვილში შემოწმებული ყველა პროდუქტი ნორმებს შეესაბამება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 3 ივნისი, 2011 წელი - მომხმარებელთა ფედერაციამ სავაჭრო ობიექტებში რძის ნაწარმზე შემოწმება ჩაატარა. რამდენად უსაფრთხოა საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი კარაქი და ირღვევა თუ არა ეტიკეტირებისა და ჰიგიენის ნორმები?
ჰიპერმარეკეტ გუდვილში 10 ქართული და 5 უცხოური დასახელების კარაქიდან მომხმარებელთა ფედერაციის დასკვნით ყველა ნორმებს შეესაბამება, სხვა დანარჩენ ობიექტებში 24 შემოწმებული კარაქიდან 9 ჯამრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა, ისინი ეტიკეტზე მითითებულ ნორმებს არ შეესაბამება და შეიცავს ბაქტერიებსა და ჩხირებს.
ფედერაციის ყველა მოთხოვნა მხოლოდ ჰიპერმარკეტმა გუდვილმა დააკმაყოფილა.
ლევან ჩიტეიშვილი - გუდვილის ხარისხის სამსახურის უფროსი- „გუდვილში მუდმივად მიმდინარეობს განსაკუთრებული კონტროლი საკვებ პროდუქტებზე. დახლზე მოხვედრამდე პროდუქტი რამდენჯერმე მოწმდება. მიღების, შენახვის, წარმოების და დისტრიბუციის ეტაპებზე კონტროლის სხვადასხვა მექანიზმები არსებობს, რომელთა ერთობლიობა შედეგად უვნებელ, მაღალი ხარისხის და მომხმარებლისათვის მისაღებ პროდუქტს გვაძლევს. ესენია: ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა, მიღებული პროდუქტის ტემპერატურული რეჟიმების, ორგანოლეპტიკური და თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმება, პროდუქტთან შეხებაში მყოფ თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის კონტროლი, სხვადასხვა სახის ნედლეულის ადგილობრივი მწარმოებლების შემოწმება და სხვა. იმისთვის, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველოში წარმოებული ნედლეული არის უვნებელი, ხარისხის სამსახური ახდენს მომწოდებლების ადგილზე შემოწმებას. ჩვენ შემუშავებული გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც მუდმივად ვაკონტროლებთ მომწოდებლებს. ყურადღება ექცევა ერთი შეხედვით ისეთ უმნიშვნელო დეტალსაც, როგორიცაა კვების პროდუქტებთან შეხებაში მყოფი შესაფუთი მასალების სურსათის უვნებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესატყვისობა. კომპანიაში მოქმედი ლაბორატორიის მიერ წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდება მიკრობიოლოგიური კონტროლი. რაც შეეხება რძის პროდუქტებს გუდვილი დახლებიდან ვადის გასვლის წინა საღამოს, ყველა დანარჩენს კი მინიმუმ ერთი კვირით ადრე იღებს. "
გუდვილის ხარისხის სამსახურში დღეისათვის ცხრა სპეციალისტია დასაქმებული. მათ შორის არიან ექიმი ჰიგიენისტები, ვეტერინარები და მიკრობიოლოგები. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ხარისხია, მთავარი მიზანი კი მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა.