24 აპრილი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
თბილისი, 23 აპრილი, 2013- დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი ფული ამუშაოს უკეთესად - თავისუფალი ფინანსური სახსრების დაბანდება ნებისმიერ მსურველს დეველოპერული კომპანიის „m²" ობლიგაციებში შეუძლია. ხსენებული ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და ერთი წლის ვადა აქვთ. ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება 1,000 აშშ დოლარს შეადგენს და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 9.5%-ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს. ობლიგაციის დამატებით უპირატესობას შეადგენს მისი გასხვისების შესაძლებლობა. „m²"-ის ობლიგაციების მთლიანი გამოშვება 5 მილიონი აშშ დოლარია. ობლიგაციების განთავსების აგენტი საქართველოს ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია „ბიჯი კაპიტალია".
ხსენებული ობლიგაციის გამოშვებით, დეველოპერული კომპანია „m²" ახდენს მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციას და საქართველოში ამკვიდრებს თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას. ამასთან, „m²" გეგმავს განსახორციელებელი სამშენებლო პროექტების სპექტრის გაფართოებას და, სამომავლოდ, სხვადასხვა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების მქონე მომხმარებელზე მორგებული საცხოვრებელი კომპლექსების შეთავაზებას.
„m²"-ის ობლიგაციის მისაღებად, მომხმარებელმა უნდა მიმართოს საბროკერო კომპანია „ბიჯი კაპიტალს" ან მის ფინანსურ შუამავალს - საქართვლოს ბანკს.
ობლიგაციების მფლობელებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლონ ფასდაკლებით სს „m² უძრავი ქონების" მიერ მართულ პროექტებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ობლიგაციების შეთავაზებასთან დაკავშირებით, ეწვიეთ: www.bonds.ge