პრესრელიზი
2 სექტემბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს "რომპეტროლ საქართველო"
ტელ: 91 07 78, 91 07 27
ელ-ფოსტა: officege@rompetrol.com
ვებ-გვერდი: www.rompetrol.ge
მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით კომპანია "რომპეტროლმა" საქართველოში
საწვავი გააიაფა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 2008 წლის 2 სექტემბერი - კომპანია "რომპეტროლის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ასეთ რთულ დროს, მის ქსელში არსებული ყველაზე მოხმარებადი ევროპული საწვავი სხვა კომპანიებთან შედარებით 5-10 თეთრით გაიაფდა.
როგორც წესი, ომის დროს საწვავის ფასები იზრდება და იწყება ინფლაციაც. ეს შესაძლო საშიშროება დამატებით საზრუნავს მოუტანდა ისედაც დაზარალებულ მოსახლეობას. ამიტომ ძნელბედობის ჟამს კომპანიამ ფასი ყველა ტიპის საწვავზე შეამცირა, ხოლო საქართველოში მძღოლებს შორის ყველაზე პოპულარული საწვავი რეგულარი (92) "რომპეტროლის" ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე იაფი - 1,85 ლარი ღირს.
რუსეთის მიერ ფოთის პორტის დარბევის შემდეგ საქართველოში ევროპული საწვავის მიწოდება შეიზღუდა, თუმცა რუმინული კომპანია საქართველოს ბაზარზე შეუფერხებლად მუშაობდა და საწვავი უცვლელი გრაფიკით რუმინეთიდან ბათუმის პორტში შემოქონდა. ამჟამად "რომპეტროლ საქართველოს" ევროპული საწვავის რამდენიმე თვის მარაგი აქვს, ხოლო დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანიამ ევროპული საწვავის იმპორტი გაზარდა.
საქართველოში "რომპეტროლს" საწვავის შესანახი ორი ტერმინალი აქვს: ბათუმსა და თბილისში. ბათუმის ტერმინალით მთელი დასავლეთ საქართველო მარაგდება, თბილისიდან კი საწვავი აღმოსავლეთ საქართველოს მიეწოდება.
"როგორც ახლა, ასევე აგრესიის პერიოდში, ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობდით. კრიზისულ სიტუაციაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ევროპული საწვავის იმპორტიორი საიმედო კომპანია ვართ" - აცხადებს რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი დან ვოიკუ.
###