პრესრელიზი
26 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო:
599 196907 (მობილური),
Sophie.Tchitchinadze@undp.org
თამარ მიქაძე,
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში:
+995 32 294 3763,
Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
მრავალფეროვნება, დაუბალანსებულობა, ანალიტიკის ნაკლებობა - ამბობს საარჩევნო მედიის მონიტორინგი
ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია წარადგენს მედიის საარჩევნო მონიტორინგის შედეგებს. ანგარიში მოიცავს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების გაშუქების მთავარ ტენდენციებს ქართულ სამაუწყებლო, ბეჭდურ, და ინტერნეტ მედიაში. მონიტორინგი ხორციელდებოდა 2012 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, მონიტორინგი განახორციელეს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ინტერნიუს-საქართველომ, სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა.
ტექნიკური და პროფესიული კონსულტაცია ქართულ არასამთავრობოებს გაუწია ცნობილმა სლოვაკურმა ორგანიზაციამ მემო 98.
#####
მედიას ვიწვევთ მონიტორინგის ანგარიშების წარდგენაზე:
სამშაბათს, 26 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი"
ვინ:ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში
რასტო კუჟელი, MEMO 98-ის აღმასრულებელი დირექტორი