პრესრელიზი
17 დეკემბერი,2012
დაუყოვნებლივ გასავრცელებლად
საკონტაქტო პირი:
დაცული ტერიტორიების სააგენტო
პრ სპეციალისტი
ნათია მეტერეველი
ტელ 5 9918 94 18
მრავალფუნქციური სადგურის გახსნა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში
ვაშლოვანის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ , FFI/NACRES (ფლორა & ფაუნის) წარმომადგენელმა გარეტ გოლდჰოლფმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ნაკრსესი ხელმძღვანელმა ირაკლი შავგულიზემ ახალი მრავალფუნქციური ვეტერინარული საგუშაგო გახსნეს.
აღნიშნული სადგური „საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის პროექტის" ფარგლებში განხორციელდა, სადგურში ჯეირნებისთვის ვეტერინარული მომსახურეობის გაწევა და 24 სათიანი მონიტორინგი განხორციელდება. ასევე ადგილობრივ მეცხვარეებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ და მიიღონ ვეტერინალური კონსულტაციები აღნიშნულ სადგურში.
მრავალფუნქციური ვეტერინარული საგუშაგოს მშენებლობაზე დაიხარჯა 110 000 ლარი, საველე სადგური აშენდა ევროკავშირის დაფინანებით, „საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის პროექტის" ფარგლებში FFI/NACRES (ფლორა & ფაუნის) ხელშეწყობით. მშენებლობას დახმარება გაეწია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტის „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა, სამხრეთ კავკასიის", ფარგლებში.
პროექტის მიზანია ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მიმდიანრე ჯეირნის რეინტროდუქციის ხელშეწყობა.