24 აპრილი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ანუკი ტოკლიკიშვილი
Anuka@osgf.ge
http://www.osgf.ge/
23 აპრილი, 2014. თბილისი. ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და C ჰეპატიტის გავრცელების შემცირებაზე იმსჯელებენ 24 აპრილს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე სასტუმრო 'ქორთიარდ მარიოტში' (თავისუფლების მოედ. 4) დაგეგმილ მრგვალ მაგიდაზე ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები, საქართველოს ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მრგვალ მაგიდას გახსნიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბ-ნი დავით სერგეენკო და სასჯელაღსრულების მინისტრი ბ-ნი სოზარ სუბარი.
მრგვალი მაგიდის დაწყებამდე გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც უცხოელი სტუმრები მთავრობასთან წინა დღის შეხვედრების შედეგებს შეაჯამებენ და საქართველოს რეფორმებზე ისაუბრებენ.
შეხვედრა საერთაშორისო დელეგაციის ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ტარდება. ვიზიტის მიზანი C ჰეპატიტის და აივ ინფექციის მკურნალობის დაფინანსების შესაძლებლობების, ნარკოკანონმდებლობისა და ზიანის შემცირების პროგრამების განხილვა და რეფორმების შემდგომი მხარდაჭერაა.
საქართველოში იმყოფებიან: შვეიცარიის ექს-პრეზიდენტი რუთ დრეიფუსი, გლობალური ფონდის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო წარმომადგენელი მიშელ კაზაჩკინი და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი დენიელ ვოლფი.
ვიზიტის ბოლო დღეს სტუმრები პარლამენტის წევრებს შეხვდებიან.
###
ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი საქართველოს მიმართ განსაკუთრებთ მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2013 წლიდან C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო და სამოქალაქო სექტორში C ჰეპატიტის მკურნალობის ღირებულება 60%-ით გაიაფდა. ეს ნაბიჯი მთელმა მსოფლიომ C ჰეპატიტის მკურნალობის ფასის შესამცირებლად ინოვაციურ მიდგომად აღიარა.