ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მრგვალი მაგიდა
12/04/2013
 

პრესრელიზი

12 აპრილი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:  
ეკა კალაძე ; 
577942249
ekaladze@cync.ge;

მრგვალი მაგიდა

რელიგიურ  უმცირესობათა  წარმომადგენელი ბავშვების სოციალურ და კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა

12 აპრილს, პარასკევს, 14:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, (საკონფერენციო დარბაზი)  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ეწყობა მრგვალი მაგიდა, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ორგანიზაციათა მონაწილეობით.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების, ინტეგრაციისა და ჩართულობის სამსახურმა შეიმუშავა საპილოტე პროექტი „მეგობარი სკოლები", რომელიც გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული არაქართულენოვანი სკოლების თბილისის ქართულენოვან სკოლებთან დამეგობრებას. ასევე, დაიგეგმა ტოლერანტობის დღეების ჩატარება.  

შეხვედრის ფარგლებში მოეწყობა:

  • ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტების პრეზენტაცია ;
  • სამუშაო დისკუსია ;
  • სამომავლო თანამშრომლობის განხილვა და დაგეგმვა ;

სამუშაო შეხვედრის შეჯამება  ეფექტური ინტეგრაციის განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისა და ჯგუფების აზრის გათვალისწინება, რომლებიც ყველაზე უკეთ იცნობენ აღნიშნულ საკითხებს. აღნიშნული პროექტების მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ეთნიკური, თუ რელიგიური ჯგუფების ბავშვების დაახლოება  და მათი კულტურულ-შემოქმედებითი თვითრეალიზაციის ხელშეწყობა. 

 

 

წაკითხულია: 2121