მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანახმად ქვეყნების 70%-ზე მეტი ვერ იყენებს უცხოური საინვესტიციო პროექტების შესაძლებლობებს
06/08/2009
პრესრელიზი
6 აგვისტო, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი
ნადინ განამი
ტელ: 1 (202) 473-3011
ელ-ფოსტა:
nsghannam@ifc.org
მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანახმად ქვეყნების 70%-ზე მეტი ვერ იყენებს უცხოური საინვესტიციო პროექტების შესაძლებლობებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 აგვისტო, 2009 - ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 5 აგვისტო, 2009 - მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ახალი კვლევის თანახმად, ინვესტიციების ხელშემწყობი სამთავრობო ორგანიზაციები ვერ იყენებენ საინვესტიციო და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობებს პოტენციური ინვესტორებისთვის ზუსტი და დროული ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო.
კვლევა - Global Investment Promotion Benchmarking 2009
(ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების გლობალური კვლევა 2009) აჩვენებს, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებენ სამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი ქვეყნების წარმოჩენას უცხოელი ინვესტორების წინაშე. დოკუმენტი,კვლევა, რომელიც ერთობლივად მომზადდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) და მსოფლიო ბანკის მიერ, იკვლევს 181 ქვეყნის შესაძლებლობას, გავლენა მოახდინონ უცხოელი ინვესტორების მიერ ინვესტიციების განხორციელების ადგილის შერჩევის პროცესზე.
კვლევა აფასებს აღნიშნული ორგანზაციების პასუხს ორ პოტენციურ პროექტზე - პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიის წარმოების გაფართოებაზე თითოეულ ქვეყანაში. ანგარიშის მიხედვით, 181 ქვეყნიდან მხოლოდ 10 ქვეყანა გამოეხმაურა პოტენციურ ინვესტორებს პროექტების განხორციელების მიზნით.
”თუ ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთულია, მაშინ ინვესტორები უბრალოდ სხვაგან წავლენ," აცხადებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის საინვესტიციო კლიმატის საკონსულტაციო მომსახურების განყოფილების მენეჯერი სესილია სეიგერი. მან ასევე აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქმნიან შესაძლებლობებს ზრდისა და დასაქმებისათვის. თუმცა, ინვესტიციების მოზიდვა მოითხოვს ხელშეწყობას მაღალპროფესიულ დონეზე, რის შესაძლებლობაც ბევრ ქვეყანას, სამწუხაროდ, არა აქვს.
კვლევის თანახმად, პროფესიული ხელშეწყობა შედეგიანია. მაგალითად, შიტელ-ი, გლობალური ლიდერი ბიზნეს მომსახურების აუტსორსინგის სფეროში, ინვესტიციის განხორციელების ადგილის შერჩევის პროცესში ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა PRONicaragua-ს. PRONicaragua-მ წარმოადგინა დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელიც შიტელ-ს დაეხმარა აერჩია ნიკარაგუა 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განსახორციელებლად, რომელმაც 1,000 სამუშაო ადგილი შექმნა.
კვლევის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ავსტრიის ბიზნეს სააგენტომ. საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა, მაგალითად, ბრაზილიამ, ბოცვანამ, კოლუმბიამ და თურქეთმა უდიდესი პროგრესი აჩვენეს ინვესტიციებისთვის კონკურენციის პროცესში, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, როგორებიცაა ჰონდურასი და შრი ლანკა, რომლებიც ინვესტორებს სთავაზობენ მნიშვნელოვან ხელისშემწყობ მომსახურებას, ადასტურებენ, რომ ქვეყნის შემოსავალი არ არის დაკავშირებული ამ სფეროში წარმატებებთან.
ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოები აღმოსავლეთ ევროპაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერებს უახლოვდებიან. ლატვია (80.4%) და ლიტვა (73.9%) რეგიონში წამყვან ადგილებზე გავიდნენ. ბალკანეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით ხორვატიამ, სერბეთმა და მაკედონიამ ასევე საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენეს. თუმცა ინვესტორები, რომლებიც ქვეყნის და სექტორის შესახებ ინფორმაციას ეძებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სამთავრობო შუამავალი ორგანიზაციების მეშვეობით, ალბათ, იმედგაცრუებული დარჩებიან. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარდა, ყველა სხვა ქვეყანას რეგიონში მიენიჭა სუსტი ან ძალიან სუსტი შეფასება პოტენციური პროექტის მიმართ მათი საპასუხო მოქმედებების მიხედვით. ფაქტობრივად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უცხოური ინვესტიციების ხელისშემწყობი სამთავრობო ორგანიზაციები უბრალოდ არ პასუხობდნენ პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვას ან მათთან დაკავშირება შეუძლებელი იყო.
რუსეთში კვლევაში მონაწილე ორმა ადგილობრივმა სამთავრობო შუამავალმა ორგანიზაციამ ტომსკსა და როსტოვის რეგიონში ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოებმა დაადასტურეს, რომ ადგილობრივი რეგიონული ორგანიზაციები უკეთესად ასრულებენ თავიანთ მისიას ეროვნულ ორგანიზაციებთან შედარებით უფრო კონკრეტული ამოცანების დასახვის გამო.
კვლევა - Global Investment Promotion Benchmarking 2009
(ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების გლობალური კვლევა 2009) მეორეა კვლევების სერიიდან, რომელიც შეეხება სამთავრობო ორგანიზაციების ეფექტურობას უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტებში. ის იყენებს მეთოდოლოგიას, რომელიც თავდაპირველად გამოიყენა მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტომ. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება საინვესტიციო კლიმატის საკონსულტაციო პროგრამის მიერ, რომელიც ერთობლივად ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), MIGA-ს და მსოფლიო ბანკის მიერ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.fias.net
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) შესახებ:
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, რომელიც ეხმარება ხალხს სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ განვითარებად ქვეყნებში მდგრად ეკონომიკურ ზრდას კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერის გზით, ასევე კერძო კაპიტალის მობილიზებით, ბიზნესისა და ქვეყნების მთავრობებისათვის საკონსულტაციო და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული პროგრამებით. 2009 ფისკალურ წელს ჩვენს მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ფინანსური კრიზისის პირობებში განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის შედინებას შევუწყვეთ ხელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.
###