პრესრელიზი
28 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
(+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ „თეგეტა მოტორსი“ დააჯილდოვა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 28 იანვარი, 2012 - 26 იანვარს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ 21 ადამიანი ღირსების მოწმობებით დააჯილდოვა, მათ შორის, საბაჟოს ყველაზე აქტიური 14 თანამშრომელი და 7 ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი. ღირსების მოწმობა გადაეცა „თეგეტა მოტორსს“ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სამაგალითო მოწესრიგებულობა, დიდი ხნის თანამშრომლობა, საბაჟო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი. გამარჯვებულებს ჯილდოები შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ჯაბა ებანოიძემ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 26 იანვარი განსაკუთრებით გამორჩეული იყო, რადგან ამ დღეს მსოს (მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია) 60 წელი შეუსრულდა.