ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მსოფლიოს უმსხვილესი კომპიუტერული კომპანიები განათლების...
11/10/2007


 პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

11 ოქტომბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის

საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხობაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი                                                        
ტელ: 957 010
ელ.ფოსტა:
pr@mes.gov.ge
ვებ.გვერდი: 
http://www.mes.gov.ge/
 

მსოფლიოს უმსხვილესი კომპიუტერული კომპანიები განათლების სამსახურში

[PUBLICITY.GE] თბილისი, 11 ოქტომბერი, 200711 ოქტომბერს თბილისში მუშაობას იწყებს ორდღიანი საერთაშორისო სამიტი "საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება განათლების სისტემაში". სამიტის ძირითადი ამოცანებია - განათლების სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების გაცნობა და სხვადასხვა  ქვეყანაში თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილების გაზიარება. სამიტზე 40-მდე სტუმარი ჩამოდის, რომელთა შორის არიან განათლების ინფორმატიზაციის ექსპერტები და პასუხსმგებელი პირები10 ქვეყნიდან, კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანიები -HP, AMD, Microsoft, Canonical, Siveco.

სამიტში მონაწილეობას იღებენ განათლების სამინისტროების წარმომადგენლები საქართველოდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, უზბეკეთიდან, ასევე მსოფლიოს იმ კომერციული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ განათლების სისტემის ტექნიკურ განვითარებაში. 

სამიტის სპეციალური სტუმარია  ქ-ნი მერი მელონი - ჩრდილოეთ ირლანდიის (დიდი ბრიტანეთი) განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, სკოლების ინფორმატიზაციის მასშტაბური სახელმწიფო პროექტის  "Classroom 2000"  ხელმძღვანელი.

სამიტზე ინფოტექნოლოგიების სფეროში რეალიზებული პროექტების   ჩვენება ჩატარდება;  მრგვალი მაგიდის ფორმატით განხილული იქნება დსთ-ს ქვეყნებში განათლების ინფორმატიზაციის საკითხები, უახლოესი გეგმები  და მათი განხორციელების გზები.

სამიტის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპიუტერული კომპანია HP.

საერთაშორისო სამიტის ჩასატარებლად კომპანია HP-მ საქართველო პროგრამა „ირმის ნახტომის" ფარგლებში ზოგადსაგანამანთლებლო სისტემის კომპიუტერიზაციის სფეროში მიღწეული წარმატებების საფუძველზე შეარჩია. 

"სახელმწიფო ვალდებულია, საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა მიღწევის გამოყენებით უზრუნველყოს განათლების სათანადო დონე, სკოლების  კომპიუტერიზაციის პროგრამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ყველა ქვეყანაში, და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა უკვე დღეს უზრუნველვყოთ ჩვენი შვილები მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი ცოდნით და ტექნოლოგიებით" - ა. ლომაია.

###

წაკითხულია: 9635

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები