8 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ინგა ნიკაგოსიანი
577 293979
მსოფლიოში ერთ-ერთმა ძვირადღირებულმა მხატვარმა საქართველოს დროშა შექმნა
ცნობილი მხატვარი დევიდ დათუნა საქართველოს უნიკალური საავტორო სტილით შექმნილ ეროვნულ დროშას ჩუქნის. ნამუშევარი შესრულებულია სხვადასხვა ოპტიკური ლინზებით. მისი სახელწოდებაა „საქართველო - მილიონთა იმედი", ხოლო ღირებულება 1 000 000 ამერიკულ დოლარს აღემატება.
„ყოველთვის მზად ვარ, მხარი დავუჭირო კეთილგონიერ, ჭკვიანურ წამოწყებას ნებისმიერ ქვეყანაში, მით უმეტეს, საქართველოში - ქვეყანაში, სადაც დავიბადე, რომელიც მიყვარს და რომელზეც ვწუხვარ, - ამბობს მხატვარი. -საქართველოში მრავლადაა პრობლემები და პასუხგაუცემელი კითხვები როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში, მაგრამ აშკარად იკვეთება ჯანსაღი, სწორი ტენდენციები. ჩემი დროშა - ეს არის ჩემი ხარკი ქართველი ერისათვის."
დევიდ დათუნა (David Datuna) - ამერიკელი მხატვარი, ხელოვნების ნაწარმოებების კოლექციონერი, შთამბეჭდავი ინსტალაციებისა და მხატვრული გადაწყვეტების ოსტატი. თავის შემოქმედებაში იგი კონცეპტუალური ხელოვნების სტილზეა ორიენტირებული. დევიდ დათუნა წარმოშობით საქართველოდანაა, დაიბადა 1974 წელს თბილისში. 1999 წლიდან მუდმივად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება.
დათუნა პირველი და დღესდღეობით ერთადერთი მხატვარია, რომელმაც ხელოვნებაში თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა. თავისი ნამუშევარზე „ამერიკის პორტრეტი" მუშაობისას იგი აქტიურად თანამშრომლობდა Google-თან. „ამერიკის პორტრეტი" - ეს არის ლინზებით შესრულებული აშშ-ს დიდი ზომის დროშა, რომელიც ფარავს გამოსახულებას და მას მრავალგანზომილებიანად აქცევს. Google Glass-თან ერთად მაყურებელი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება. დროშა თავის აუდიტორიასთან ურთიერთობს, იძლევა რა შეკითხვებს Glass-ის ეკრანზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაყურებელს ხელოვნების ნაწარმოებთან საუბარი შეუძლია. დროშის დასათვალიერებლად ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მხატვარმა ერთგვარი ენა შექმნა ახალი თაობისათვის.
მის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად ოსტატის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი მან მშობლიურ საქართველოს მიუძღვნა.