პროექტის შესახებ
პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის (SME) განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატის დისკუსიებს.
პროექტის ფარგლებში, 2017-2019 წლებში ჩატარდა სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აქტივობები, რომლებშიც ჩართული იყო 30 არასამთავრობო ორგანიზაციის 150 წარმომადგენელი 5 რეგიონიდან (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი). პროექტის ფარგლებში იმართება ბიზნეს-ფორუმები მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მცირე და საშუალ ბიზნესის 2,000-ზე მეტ წარმომადგენელს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“.
აღნიშნული ღონისძიება ღიაა მედიის წარმომადგენლებისათვის.