ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მცირე გრანტები გარემოსდაცვითი პროექტებისათვის
26/03/2013

26 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
pr@moe.gov.ge
+995 32 72 72 24
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

 მცირე გრანტები გარემოსდაცვითი პროექტებისათვის

თბილისი. 26 მარტი 2013 - ქართული არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები მონაწილეობას მიიღებენ მცირე გრანტების პროგრამაში, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერა. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 750 ათასი აშშ დოლარია.

მცირე გრანტების პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთ პრიორიტეტული მიმართულებებს, როგორებიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო წყლები, მიწის დეგრადაცია, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები წვლილს შეიტანენ სიღარიბის დაძლევაში, ადგილობრივი მოსახლეობის  ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

მცირე გრანტების პორგრამას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებითა და საქართველოს გარემოს  დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ხვალ, 27  მარტს, გაიმართება მცირე გრანტების პროგრამის ოფიციალური წარდგენა, რომელსაც საქართველოს გარემოს  დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და UNDP-ის  ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა დაესწრებიან.

ჟურნალისტებს ვიწვევთ დასასწრებად:

ოთხშაბათი, 27 მარტი 2013, 15:00 საათზე, შერატონ მეტეხი პალასი

#####

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), 
sophie.tchitchinadze@undp.org

#####

ინფორმაცია მცირე გრანტების პროგრამის შესახებ განთავსებულია UNDP-ის ვებ გვერდზე:
http://www.undp.org.ge/

 

წაკითხულია: 2612