ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნადირობის სეზონის პერიოდულობა
17/08/2013
პრესრელიზი

17 აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

ნადირობის სეზონის პერიოდულობა

ნადირობის სეზონი განსაზღვრულია ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო ცალკეულ სახეობებზე ვადები დგინდება მინისტრის ბრძანებით. 2013 წელს ნადირობის სეზონი იხსნება 17 აგვისტოდან.

ნადირობისათვის დაშვებული ადგილები:

· ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, გარდა გადამფრენი ფრინველებისა. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც.

· სამონადირეო მეურნეობაში ნადირობა დაიშვება სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, ან გენერალური ლიცენზიის მფლობელის თანხმობით.

ნადირობისათვის აკრძალული ადგილები:

· ნადირობა, მათ შორის გადამფრენ ფრინველებზე არ დაიშვება:

· დაცული ტერიტორიის საზღვრებში, გარდა დაცული ტერიტორიაზე არსებული სამონადირეო მეურნეობისა.

· სახელმწიფო ნაკრძალების და ეროვნული პარკების გარშემო 500-მეტრიანი ზონაში;

· საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ელექტრონულ გვერდზე:

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=2359

 

წაკითხულია: 2648

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში