ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნავთობკომპანიების დაჯილდოვების ცერემონიალი
03/02/2012

პრესრელიზი

3 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
 (+995 32) 224 44 44, 226 44 44 
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/

ნავთობკომპანიების დაჯილდოვების ცერემონიალი

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა ნავთობკომპანიების დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონიალი.

ნომინანტებს შორის წარდგენილი იქნა კომპანია „თეგეტა მოტორსი", როგორც „2011 წლის საუკეთესო ხარისხის მქონე კომპანია ავტოპროდუქტებისა და სერვისის დარგში". შესაბამის ნომინაციაზე კომპანიის წარდგენა უპირველეს ყოვლისა განაპირობა უმაღლესი ხარისხის ავტოპროდუქტებმა, სწორმა და მაღალკვალიფიციურმა მენეჯმენტმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის ცენტრებმა, რომელთაც „თეგეტა მოტორსი" ათასობით ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს. ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური დიპლომები და პრიზები.

აღნიშნული ღონისძიება ერთგვარი შეჯამებაა წლის განმავლობაში ნავთობპროდუქტების ბიზნეს სექტორში მიმდინარე მოვლენებისა.

ოფიციალური ცერემონიალის დაწყებამდე ცალკე დარბაზში წარმოდგენილი იქნა თითოეული კომპანიის სტენდი, სადაც განთავსებული იყო მათი კომპანიის წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახეველი სურათები.

ღონისძიებას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

ღონისძიებისთვის პრიზები დაამზადა ცნობილი მოქანდაკე ირაკლი წულუკიძემ.

წაკითხულია: 2260