ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნათელი ფერები ბავშვებს ბილაინისგან
05/07/2010


პრესრელიზი

5 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53

ნათელი ფერები ბავშვებს   ბილაინისგან

[PUBLICITY.GE] თბილისი, 5 ივლისი,-  საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი თბილისის ბავშვთა სახლთან ერთად  საქველმოქმედო აქციას, "ნათელი ფერები ბავშვებს"   აწყობს.

აქციის განმავლობაში, 6 ივლისიდან  6 აგვისტოს ჩათვლით,  ბილაინის ნებისმიერი ახალი აბონენტი, რომელიც  მობილურ ტელეფონს ბილიანისაგან ან სასტარტო პაკეტს ბილაინის ახლადგახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში  შეიძენს,   საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდება.

მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტიდან 50 თეთრი გადაერიცხება თბილისის ბავშვთა სახლს და მოხმარდება სამხატვრო სახელოსნოს მოწყობას.

აქციის დეტალებზე  6 ივლისს, 13 საათზე  ბილაინის გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი აბონენტთა მომსახურების ახლადგახსნილ ოფისში ( ვაჟა-ფშაველას 26/28) ისაუბრებს.

"ბილაინის მიერ ორგანიზებული საქველმოქედო აქცია განკუთვნილია ბავშვებისათვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზურნველობა, მახარებს ის ფაქტიც, რომ აქციაში ჩართვა ბილაინის  ნებისმიერ ახალ აბონენტს შეეძლება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინიც სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ბილაინის ახალ წამომწყებაში.

" ნათელი ფერები ბავშვებს" არ იქნება  ერთჯერადი ღონისძიება   და ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებისაკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება" - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.

 

წაკითხულია: 3051