პრესრელიზი
11 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
ნათელი ფერები ბავშვებს ბილაინისგან
[PUBLICITY.GE] თბილისი, 11 ოქტომბერი, 2010 - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინის წარმომადგენლები საქველმოქმედო აქციის , ” ნათელი ფერები ბავშვებს” ფარგლებში, თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრებიან.
საქველმოქმედო აქცია, რომელშიც ბილაინის ნებისმიერ აბონენტს შეეძლო მიეღო მონაწილეობა 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა; ბილაინის ნებისმიერი სასტარტო პაკეტის ღირებულებიდან 50 თეთრი,ხოლო მობილური ტელეფონიდან 1 ლარი თბილისის ბავშვთა სახლისათვის სახელოსნოს მოწყობას მოხმარდა.
ბილაინის გენერალური დირექტორი ანდრე პიატახინი მხატვარ ზაალ სულაკაურთან ერთად მოინახულებს სამხატვრო სახელოსნოს. ზაალ სულაკაური ბავშვებს ხატვის გაკვეთილს ჩაუტარებს . “ბილაინის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია განკუთვნილია ბავშვებისათვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზრუნველობა, მახარებს ის ფაქტიც, რომ აქციაში ბილაინის აბონენტები აქტიურად ჩაერთნენ, დღეს ყველას შეგვიძლია, ვნახოთ თუ რა შედეგი გამოიღო ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ.
”ნათელი ფერები ბავშვებს” არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებისაკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება” - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.
ღონისძიება გაიმართება თბილისის ბავშვთა სახლში, 12 ოქტომბერს, 13.00-ზე
მისამართი: დიღმის მასივი III კვარტალი