ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნათელი ფერები ბავშვებს ბილაინისგან
08/11/2010


პრესრელიზი

8 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge   

ნათელი ფერები ბავშვებს ბილაინისგან

[PUBLICITY.GE] თბილისი,  8 ნოემბერი, 2010 წელი - თბილისი, 8 ნოემბერი  , 2010 წელი.  საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს  ”ნათელი ფერები ბავშვებს”   რეგიონებშიც აწყობს .

აქციის განმავლობაში,  ბილაინის ნებისმიერი ახალი  აბონენტი, რომელიც  9 ნოემბრიდან, 9 დეკემბრის ჩათვლით, მობილურ ტელეფონს ბილიანისაგან ან სასტარტო პაკეტს ახლადგახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში გურიაში  შეიძენს,   საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდება.

გაყიდული მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტის ღირებულებიდან ,  50 თეთრი გადაერიცხება  მცირე საოჯახო სახლს სადაც 8 ბავშვი იზრდება.

აქციის დეტალები  9 ნოემბერს , 15  საათზე, გურიაში, ოზურგეთში, ( გრიგოლ -ეპოსკოპოსის 2)   ბილაინის აბონენტთა მომსახურების ახლადგახსნილ ოფისში გახდება ცნობილი.

ოფისის გახსნას დაესწრებიან სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი გურიის მხარეში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

“ბილაინის მიერ ორგანიზებული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი,  განკუთვნილია ბავშვებისათვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზურუნველობა, მახარებს ის ფაქტიც, რომ აქციაში ჩართვა ბილაინის  ნებისმიერ ახალ აბონენტს შეეძლება, 

”ნათელი ფერები ბავშვებს” არ იქნება  ერთჯერადი ღონისძიება   და ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებისაკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება” - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.

შეგახსენებთ, რომ   სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია ” ნათელი ფერები ბავშვებს” ბილაინმა თბილისში 6 ივლისს წამოიწყო, შეგროვილი თანხით თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის სამხატვრო ოთახი მოეწყო.

წაკითხულია: 2839