ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნათელი ფერები ბავშვებს ბილაინისგან
24/01/2011


პრესრელიზი

24იანვარი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge  

  ნათელი ფერები ბავშვებს ბილაინისგან

[PUBLICITY.GE] თბილისი,  24იანვარი, 2011 წელი - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს  "ნათელი ფერები ბავშვებს"   მეორე ეტაპის შედეგებს აცხადებს.

აქციის მეორე ეტაპი,  9 ნოემბერს, გურიაში დაიწყო.

მასში მონაწილეობა ბილაინის ნებისმიერ ახალ  აბონენტს, რომელიც 9 ნოემბრიდან, 9 იანვრის ჩათვლით, მობილურ ტელეფონს ბილიანისაგან ან სასტარტო პაკეტს ახლადგახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში გურიაში  შეიძენდა , შეეძლო.

გაყიდული მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტის ღირებულებიდან ,  50 თეთრი გადაერიცხა  მცირე საოჯახო სახლს სადაც 8 ბავშვი იზრდება.სულ შეგროვდა 1500 ლარი, და ეს თანხა საოჯახო სახლის აღსაზრდელებისათვის, თბილი ტანსაცმლის და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას მოხმარდა.

"ბილაინის მიერ ორგანიზებული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი,  განკუთვნილია ბავშვებისათვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზურუნველობა, მახარებს ის ფაქტიც, რომ აქციაში ჩართვა ბილაინის  ნებისმიერ ახალ აბონენტს შეეძლება," ნათელი ფერები ბავშვებს" არ იქნება  ერთჯერადი ღონისძიება   და ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებისაკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება" - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.

შეგახსენებთ, რომ   სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია " ნათელი ფერები ბავშვებს" ბილაინმა თბილისში 6 ივლისს წამოიწყო, შეგროვილი თანხით თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის სამხატვრო ოთახი მოეწყო.

წაკითხულია: 2978