ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნათელი ფერები ბავშვებს ბილაინისგან
21/05/2012
 


პრესრელიზი

21 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

ნათელი ფერები ბავშვებს   ბილაინისგან

ბილაინის  აბონენტთა მომსახურების ოფისი  გლდანში სოციალური პასუხისმგებლობის აქციით გაიხსნება

[PUBLICITY.GE] თბილისი, 21 მაისი, 2012 - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი  გლდანში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის  ბავშვთა სახლთან ერთად    სოციალური პასუხისმგებლობის  აქციას "  ნათელი ფერები ბავშვებს"    განაგრძობს.

აქციის განმავლობაში, 21 მაისიდან    21 ივნისის  ჩათვლით,  ბილაინის ნებისმიერი აბონენტი, რომელიც  მობილურ ტელეფონს ბილიანისაგან ან სასტარტო პაკეტს ბილაინის ახლადგახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში  შეიძენს,   საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდება. მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტიდან 50 თეთრი გადაერიცხება  მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს და მათთვის საყოფაცხოვრებო ნივთების  შეძენას მოხმარდება.

სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, კომპანია  ბილაინი გლდანში მცხოვრებ ერთი კვირის   წინ მომხდარი  წყალდიდობით დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარება და სრულიად განადგურებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას შეუძენს.

აქციის დეტალებზე  22 მაისს 11 საათზე ბილაინის გენერალური დირექტორი  სერგეი ზაკურაევი  აბონენტთა მომსახურების ახლადგახსნილ ოფისში (ხიზანიშვილის  15) ისაუბრებს.

"ბილაინის მიერ წამოწყებული სოციალური პასუხისმგებლბის აქცია განკუთვნილია ბავშვებისათვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზურნველობა, მახარებს ის ფაქტიც, რომ აქციაში ჩართვა ბილაინის  ნებისმიერ ახალ აბონენტს შეეძლება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინიც სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ბილაინის ტრადიციულ წამოწყებაში.

" ნათელი ფერები ბავშვებს" არ არის   ერთჯერადი ღონისძიება   და  უკვე ერთი წელია,  ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებისაკენ მიმართული აქტივობებით იხსნება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დავეხმარეთ როგორც თბილისში ასევე სხვა და სხვა რეგიონში, სვანეთში , გურიაში არსებულ ბავშვთა სახლებს.  " - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ზაკურაევმა.

წაკითხულია: 2381