პრესრელიზი
19 აპრილი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტატო ინფორმაცია:
ქეთი ღლონტი
მობ: 5 99 79 55 29
ელ.ფოსტა: kate_glonti@hotmail.com
ნანა გერასიმოვას 50 წლისათვის მიძღვნილი პერსონალური გამოფენა
2013 წლის 20 აპრილს 18 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ მუზაში მხატვარ ნანა გერასიმოვას, 50 წლისათვის მიძღვნილი პერსონალური გამოფენა გაიმართება.
ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახემწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის, მოდის დიზაინის მიმართულების ასოცირებულ პროფესორს ნანა გერასიმოვას გაფორმებული აქვს 40-მდე წიგნი გამომცემლობისათვის „მერანი", „ხელოვნება" „განათლება" მათ შორის 2003 წელს გააფორმა პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ოთხტომეული, ასევე პლაკატები და ტანსაცმლის დიზაინი, ინტერიერის დიზაინი და სატელევიზიო სტუდიის გაფორმება.
მონაწილეობა აქვს მიღებული 40-მდე გამოფენაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის 8 პერსონალური გამოფენა აზერბაიჯანში, მოსკოვსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ნამუშევრები ინახება ევროპისა და აშშ-ს კერძო კოლექციებში 1987 წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი.
2000 წელს მონაწილეობდა ინტერნეტ პროგრამაში საქართველოზე „ One World Journeys.com", რომელიც დაჯილდოვდა „ New Media Invision" -ის ოქროს მედლით.
ნანა გერასიმოვამ 2001 - 2006 წლებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. 2007 წელს კი პროექტი „ქართული", რომლის არსი იყო ქართული, ნაციონალური ორნამენტებითა და შრიფტით გაფორმებული თანამედროვე სამოსის შექმნა, სადაც პირველად გამოიყენა ქართული ჩოხის ელემენტები ქალის სამოსში.