3 აგვისტო, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
pasta.production@gmx.com
ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. #8
ნიკოლოზ შუბლაძე
nikoloz.shubladze@yahoo.com
კომპანიამ "პასტა პროდაქშენ" ახალი ბრენდის პრეზენტაცია გამართა
[Publicity.Ge]თბილისი, 3 აგვისტო, 2011 - ნატურალური ქართული მაკარონის მწარმოებელმა კომპანიამ "პასტა პროდაქშენ" ახალი ბრენდის პრეზენტაცია გამართა. "განდი" ამ სახელწოდების მაკარონი წარმოებულია უახლესი ტექნოლოგიით, გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და საგემოვნო თვისებებით.
მაკარონი "გრანდის" შემქმნელი კომპანიის ამოცანაა წარმოებაში ხარისხის მუდმივი სტანდარტის დამკვიდრება და შენარჩუნება. მაკარონი "გრანდი" არის სუფთა ქართულ ნედლეულზე დამზადებული ნატურალური პროდუქტი. საწარმო დაკომპლექტებულია თანამდეროვე ევროპული დანადგარებით და გამოირჩევა ხარისხის კონტროლის სისტემით, სადაც ნედლეულსაც და მზა პროდუქტსაც უტარდება შესაბამისი კონტროლი. კომპანიაში კონსულტანტად მოწვეულმა ევროპელმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს ახალი ტექნოლოგიის საწარმო ხაზი და დანერგეს ხარისხიანი მაკარონის წარმოების სტანდარტები, რომელსაც წარმატებით აგრძელებენ მათი ქართველი კოლეგები.
მაკარონის ახალი ბრენდი "გრანდი" გამოირჩევა ხარისხით.
კომპანიის ამოცანაა ახალი პროდუქტით ღირსეული კონკურენცია გაუწიოს იმპორტულს. გააფორმდა კონტრაქტები მსხვილ რეგიონალურ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მაკარონი "გრანდი" უკვე გამოჩნდა სავაჭრო ქსელში.
საწარმო მდებარეობს მარნეულში და საზღვართან სიახლოვის გამო იგეგმება მოლაპარაკებების წარმოება აზარბაიჯანის და სომხეთის მახლობელი რეგიონების სადისტრიბუციო კომპანიებთან მაკარონი "გრანდის" ექსპორტის დაწყებაზე.