მისასალმებელ სიტყვაში, ნინო თანდილაშვილმა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების, როგორც აღიარებული გამოწვევის შესახებ ისაუბრა და სხდომის მონაწილეებს საქართველოში აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება კლიმატის ცვლილებისადმი სახელმწიფოში არსებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა.