პრესრელიზი
3 სექტემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
+995 577 95 77 57
+995 599 29 92 11
shidakartli1@gmail.com
www.shidakartli.gov.ge
ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში დღეს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებას ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ანიმატორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იყო 2008 წლის ნიქოზის ტრაგედიის თემაზე გერმანიაში მოღვაწე ანიმატორების მიერ შექმნილი ანიმაციური სურათი და ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ფილმი ,,მთესველი"
ფესტივალის დღეებში წარმოდგენილი იქნება ამერიკელი, რუსი, გერმანელი, ბულგარელი, პოლონელი რეჟისორების ანიმაციური ფილმები. პარალელურად, მოწვეული რეჟისორები ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსაწვლეებისთვის მასტერკლსებს ჩაატარებენ. ფესტივალის ფარგლებში ნიქოზში ცნობილი იტალიელი სცენარისტის ტონინო გუერას ნახატების გამოფენაც ეწყობა. დაგეგმილია კულტურული პროგრამაც.
,,ნებისმიერი ფესტივალი ეს არის განსაკუთრებული მოვლენა და მითუმეტეს თუ ეს ხდება ისეთ სოფელში როგორიც ნიქოზია ორმაგად მნიშვნელოვანია, როგორც ანიმაციის განვითარებისათვის ასევე აქ მცხოვრები ბავშვებისა და ანიმაციის სკოლისათვის. აქედან გამომდინარე ტრადიციულად პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ფესტივალს და აფინანსებს მას. იმედი მაქვს ფესტივალი მომავალშიც იქნება მხარდაჭერილი და უფრო მეტ ანიმატორს, ანიმაციის მოყვარულს და პრფესიონალს გააერთიანებს," განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე.
დღესვე ნიქოზში წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ახალი შენობაც გაიხსნა, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის დახმარებით გადაეცა ეპარქიას, ხოლო რეაბილიტაცია ამერიკისა და იაპონიის საელჩოების დახმარებით მოხერხდა. სკოლა 2008 წლიდან ფუნქციონირებს მეუფე ისაიას ლოცვა-კურთხევით და აქ 100-ზე მეტი ადგილობრივ ბავშვი ეუფლება სხვადასხვა საგნებს და ხელოვნების დარგებს.
ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორის ფესტივალი მესამე წელია იმართება ნიქოზის ხელოვნების სკოლის ინიციატივით და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევით.