ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/06/2017
ნოდარ კერესელიძე თურქეთის ბიზნესსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის საერთაშორისო ტექნიკურ-საკონსულტაციო ბიზნესსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა.
დელეგაციას თურქეთის ეკონომიკის სამინიტროს თავისუფალი ზონის, უცხოური ინვესტიციებისა და მომსახურების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი უგურ ოზთურქი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტებზე (თხილი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, ხორცი, წყალი), ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
საუბარი შეეხო მელიორაციის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს.
უგურ ოზთურქმა ქართულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა თურქეთის საერთაშორისო ტექნიკურ-საკონსულტაციო ბიზნეს საბჭოში შემავალი უწყებების სამუშაო მიმართულებების შესახებ და აღნიშნა, რომ ირიგაციის თემა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია საბჭოში შემავალი უწყებებისთვის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ორგანიზაციის შესახებ
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
წაკითხულია: 2944