პრესრელიზი
22 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
ნოემბერში flydubai ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის საქართველოში რეისების დანიშვნის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს
flydubai- ს გასული წლის მაჩვენებლები ცეტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ ქვეყნების მიმართულებით
ავიაკომპანია flydubai გაერთიანებული არაბეთის საემიროების ავიაბაზარზე პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს და განაგრძობს ქსელის გაფართოებას.
flydubai-მ პირველი რეისი 2009 წლის 22 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს მიმართულებით შეასრულა. ამ ეტაპზე კი დუბაის ინოვაციური ავიაკომპანია ცენტრალურ - აღმოსავლეთ ევროპის და დსთ - ს 11 ქვეყნის 16 ქალაქში დაფრინავს. მას ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ავიაგადამზიდავებს შორის ყველაზე სრულყოფილი ქსელი გააჩნია და დუბაიდან ბელგრადის, სკოპიეს, ბიშკეკის, ხარკოვის, დონეცკის და თბილისის მიმართულებით ერთადერთი პირდაპირი ფრენების შემსრულებელი ავიაკომპანიაა.
flydubai-ს განვითარების ფორმულა ქსელის გაფართოების საკუთარი სტრატეგიულ მიდგომაში მდგომარეობს. ყოველწლიურად flydubai ზრდის ავიაპარკის მოცულობას და საკუთარ ქსელში ამატებს ახალ მიმართულებებს. ავიაკომპანიამ რეისები დანიშნა აქამდე აუთვისებელი, ექსკლუზიური მიმართულებებით, რითაც ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გახადა მოგზაურობა უფრო მეტი მგზავრისთვის.
რეგიონალური განვითარების ზოგიერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი
flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: „წელს ჩვენი ქსელის განვითარების 40%-ზე მეტი წილი დსთ-ს და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით განხორციელდა. ამ ბაზრის გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს მის პრიორიტეტულ მდგომარეობას ჩვენი ქსელის განვითარების სტრატეგიაში. მგზავრებს ჩვენ რეალურ არჩევანს, მომსახურეობის უმაღლეს ხარისხს ვთავაზობთ და ამავდროულად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ორ რეგიონს შორის ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარების საქმეში. 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, წელს დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით მგზავრთა ნაკადმა 54.4%-ით იმატა. ეს ზრდა მნიშვნელოვანწილად ამ რეგიონის მიმართულებით flydubai-ს რეისების ზრდამ განაპირობა. flydubai რეგიონში თავის პოზიციებს სისტემატიურად ამყარებს. 2012 წლის ნოემბრიდან ერევანის მიმართულებით flydubai კვირაში 4 რეისს შეასრულებს.
ავიაკომპანია რეგიონის მიმართულებით კვირაში 58 რეგულარულ რეისს ასრულებს. ეს ქსელი მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყირგიზეთი, მაკედონია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, თურქმენეთი და უკრაინა. მიმართულებების დიდი არეალი უფრო მოსახერხებლს და ხელმისაწვდომს ხდის მგზავრებისთვის დასვენებას, ბიზნეს მოგზაურობას, მეგობრების და ოჯახის წევრების მონახულებას.
2013 წლის 19 იანვრიდან ავიაკომპანია მალდივების მიმართულებითაც დაიწყებს რეგულარულ ფრენას.
ქსელის გაფართოების გეგმების პარალელურად flydubai-ს ავიაპარკი Boeing 737-800 NG ტიპის თვითმფრინავებით იზრდება. ამ ეტაპზე ავიაპარკში არსებული 27 თვითმფრინავი ყოველდღიურად ცდილობს ქსელის მგზავრების ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 2012 წლის იანვრიდან ავიაკომპანიამ ტვირთების ავიაგადაზიდვების შესრულება დაიწყო, რითაც ხელმისაწვდომი და საიმედო ავიაგადაზიდვების ქსელი დააარსა.