ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის ეროვნული ტური ტექნო პარკში გაიმართება
12/02/2016

პრესრელიზი

 

12 თებერვალი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
maiko@publicity.
+995593260609; www.iyipo.ge

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის ეროვნული ტური ტექნო პარკში გაიმართება

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა (IYIPO) მონაწილეთა განაცხადების მიღებას იწყებს. IYIPO წელს მეათედ გაიმართება და ტრადიციულად სხვადასხვა ქვეყნის გამომგონებლებსა და ნორჩ მეცნიერებს უმასპინძლებს. ფინალამდე კი დაგეგმილია რესპუბლიკური ტური, რომელსაც წელს პირველად საქართველოს ტექნო პარკი უმასპინძლებს. 

IYIPO 2016-ის რესპუბლიკური ტური 19 მარტს, გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი გამოგონება ან სამეცნიერო ნაშრომი. ოლიმპიადაში ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ დისცილინებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია. 

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა 17 მარტამდე უნდა შეავსონ ელექტორონული აპლიკაცია პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.iyipo.ge. წელს IYIPO მონაწილეებს მორიგ სიახლეს სთავაზობს. მიმდინარე წლიდან არსებული სექციების გარდა მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი გამოგონება ან კვლევა წარადგინონ ეკოლოგიის მიმართულებითაც, რომელიც წელს ბიოლოგიის განყოფილებას დაემატება. შემოსული პროექტები სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდება და საუკეთესო მოსწავლეები უცხოელ ნორჩ გამომგონებლებთან ერთად 21-23 აპრილს დაგეგმილ ფინალში იასპარეზებენ. ასევე სპეციალური წამახალისებელი პრიზებია დაწესებული გამარჯვებული პედაგოგებისათვისაც, ხოლო რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის დაფარული იქნება ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯებიც.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას. საერთაშორისო ოლიმპიადა აერთიანებს მრავალ ქვეყანას, აახლოებს სხვადსხვა ქვეყნის მეცნიერებსა და კულტურებს. 

ოლიმპიადის შესახებ:
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა - IYIPO ყოველ წლიურად გაზაფხულზე იმართება. ტრადიციულად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი გამომგინებელი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 
ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები შემდეგ დისციპლინებს მოიცავს: ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

 

წაკითხულია: 4355