პრესრელიზი
13 იანვარი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979
ოზონის შრის დამშლელი ნითიერებების იმპორტ/ექსპორტის სანებართვო სისტემა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბერის N184 დადგენილების „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე" საფუძველზე 2014 წლიდან საქართველოში ოზონის შრის დამშლელი ნითიერებების იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს ესაჭიროება შესაბამისი ნებართვა.
დადგინდა საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებებისთვის: ა) წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) - 83,9 მეტრიკული ტონა; ბ) 1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი (CH3CF2Cl, HCFC-142b) და ქლორდიფტორეთანები (C2H3F2Cl, HCFC-142) - 11 მეტრიკული ტონა; გ) მეთილბრომიდი (CH3Br) - 18,2 მეტრიკული ტონა.
ოზონდადამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მსურველებმა 5 თებერვლამდე წერილობით უნდა მოგვმართონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. წერილი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
· ნებართვის მიმღები სუბიექტი (სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი);
· ტვირთის რაოდენობა (წონა);
· დასახელება;
· შემადგენლობა;
· ფიზიკური აღწერა;
· ჰარმონიზებული სისტემის (HS) კოდი;
· ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი.