ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
27/04/2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერეკძელა-კაპროვანას დამშრობ მასივზე საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამელიორაციო სისტემების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია" ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერეკძელა-კაპროვანას დამშრობ მასივზე საექსპლუატაციო სამუშაოებს ახორციელებს. 

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დატბორვისგან დაცული იქნება დაახლოებით 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჭარბი წყლისგან გამოწვეულ რისკებს და გააუმჯობესებს მიწის გამოყენების პირობებს.


ამ ეტაპისთვის უკვე გაწმენდილია მაგისტრალური არხების 700-მეტრიანი მონაკვეთი, ხოლო მთლიანობაში სამუშაოები 3 260 მეტრზე განხორციელდება.


 

ორგანიზაციის შესახებ

შპს „საქართველოს მელიორაცია" მსგავსი ტიპის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს, რაც ხელს უწყობს საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების გამართულ ფუნქციონირებას და სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას.

წაკითხულია: 28