ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ოთარ დანელია აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
17/03/2015
პრესრელიზი

17 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge

ოთარ დანელია აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოთარ დანელია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 

ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებული სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებული სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა. ოთარ დანელიას თქმით, მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ორგანიზებულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვას წარადგენს. 
რიჩარდ ნორლანდმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ სორფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ერთობლივად უნდა განახორციელონ. „ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ აპრილის ბოლოსთვის სოფლის მეურნეობის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე. ვფიქრობთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების მიმართულებით იქნება წინსვლა და საქართველო, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა, დაიკავებსსაკუთარ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე" - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

 

წაკითხულია: 2914