ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ოთარ დანელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგსშეხვდა
13/10/2014

პრესრელიზი

 

13 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
მედიასთან ურთიერთობის სამმართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარშალ გელოვანის 6, 0159, თბილისი, საქართველო
ტელ: 2 37 80 09
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

ოთარ დანელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდა

გერმანული მხარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, ელჩი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასთან დაკავშირებით მინისტრის ხედვით დაინტერესედა.

„სოფლის მეურნეობის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში.ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა და ჩვენის მხრივ მზად ვართ მაქსიმალურად მხარი დაგიჭიროთ ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში",- განაცხადა ორთვინ ჰენიგმა. 

„ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თვისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებისხელმოწერის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება დიდი გამოწვევის წინაშე დგას.სამთავრობო დონეზე უკვე შემუშავებულია 3 წლიანი სამოქმედო გეგმა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით,ჩვენ თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ის ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებით გვეკისრება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე. ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და მათ განხორციელებაში ევროპული გამოცდიელბის გაზიარების მნიშვნელობაზე.

 

წაკითხულია: 2745