ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ოთარ დანელია და დავით გალეგაშვილი ბაქოში კვების მრეწველობის საიუბილეო მე-20 საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ
23/05/2014
ოთარ დანელია და დავით გალეგაშვილი ბაქოში კვების მრეწველობის საიუბილეო მე-20 საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში გამართულ კვების მრეწველობის საიუბილეო, მე-20 და სოფლისა მეურნეობის რიგით მე-8 საერთაშორისო გამოფენას ესწრებოდნენ. გამოფენაში 300-მდე ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს უნგრეთის, ლატვიისა და ბულგარეთის დელეგაციების წარმომადგენლებთან.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა უნგრეთის სოფლის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებში, გიულა ბუდაისთან შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უნგრეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გამოცდილება გაუზიაროს ქართველ სპეციალისტებს ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: მეცხოველეობის სანაშენე საქმიანობა; აგრარული კოოპერაციის განვითარება; აკვა კულტურის განვითარება; მიწათსარგებლობა და სხვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უახლოეს მომავალში უნგრეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის საკითხებს.
როგორც, ოთარ დანელიამ აღნიშნა, მომავალ თვეში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის კუთხით როგორც უნგრეთის, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.


 

წაკითხულია: 3461

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში