პრესრელიზი
23 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
მედიასთან ურთიერთობის სამმართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარშალ გელოვანის 6, 0159, თბილისი, საქართველო
ტელ: 2 37 80 09
ოთარ დანელია პოლონეთის ელჩს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია პოლონეთის ელჩს საქართველოში ანჟეი ჩეშკოვსკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრიგანიხილეს.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების მიზნით, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ახალ სამთარვობო პროექტზე „დანრგე მომავალი"გაამახვილა.
როგორც შეხვედრაზე პოლონეთის ელჩმა განაცხადა,სასოფლო-სამეურნეო დარგში თანამშრომლობასსაქართველო-პოლონეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს განკუთვნილი. პოლონეთის ელჩმა გაზი გაუსვა იმ პოტენციალს, რომელიც საქართველოში აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებობს.
ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზეც, რომლის წინაშეც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დგას. მინისტრმა პოლონეთის ელჩს ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
,,ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადა საერთო ევროპულ ოჯახთან დაახლოების მიმართულებით. DCFTA-ს ამოქმედება ქართულ პროდუქციას მსოფლიოს უმსხვილეს - 500 მლნ-იან ბაზარს უხსნის. ამისთვის საჭიროა მასშტაბური სამუშაოების ჩატარება, სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით. ამ მიზნით ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია", - განაცხადა ოთარ დანელიამ და ამ მიმართულებით პოლონეთთან თანამშრომლობის გააქტიურებაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობაში პოლონური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოში ბიზნესფორუმს გამართვის საკითხი განიხილეს.