ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ოთარ დანელია ქვემო ქართლში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
07/03/2015
პრესრელიზი

7 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
მედიასთან ურთიერთობის სამმართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარშალ გელოვანის 6, 0159, თბილისი, საქართველო
ტელ: 2 37 80 09

ოთარ დანელია ქვემო ქართლში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქვემო ქართლის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო დარგის ხელშეწყობის მიზნით დაწყებული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა, ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორთან, პაატა ხიზანაშვილთან ერთად,შპს ,,მექანიზატორის" მარნეულის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრში მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მესამე ეტაპისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აგროვადების დაცვით ხვნის სამუშაობის შესრულებისთვის ტექნიკის გამართულ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.დღეის მონაცემებით ქვემო ქართლის რეგიონში მობილიზებულია 128 ერთეული ტექნიკა, აქედან ბოლნისში - 38 ერთეული (34 ტრაქტორი; 4 კომბაინი), ხოლო მარნეულში - 90 ერთეული (79 ტრაქტორი; 11 კომბაინი). ამ ეტაპზე შპს „მექანიზატორის" მიერ ქვემო ქართლში დამუშავებულია 972 ჰა მიწის ფართობი. 

ოთარ დანელიამ ბოლნისსა და მარნეულში ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში დაფინანსებულ ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, სასათბურე მეურნეობადა მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერა და საწარმოებში დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ფერმისმშენებლობისადასაქონლისშესყიდვისთვის ი/მ გურბანოვიშაქირმა შეღავათიანიაგროკრედიტისფარგლებში 49 800 აშშდოლარისმოცულობისსესხიაიღო. ამ ეტაპზემესაქონლეობის ფერმაში დღიურად 150-დან 200 ლიტრამდე რძე იწარმოება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ი/მ ვაგიფბაირამოვმა 600 000 აშშ დოლარისშეღავათიანი სესხი აიღო და 2 ჰექტარზე სასათბურე მეურნეობა ააშენა. სათბურისწარმადობა წელიწადში 300 ტონა პომიდორია. მეურნეობაში 30 ადამიანია დასაქმებული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმომ - შპს,,აბდჯორჯია" შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო და თანამედროვე დანადგარები შეიძინა. საწარმოს წარმადობა დღეში 100 სულია. კომპანია ღორის ხორცისგან წარმოებული პროდუქტის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. საწარმოში ამ ეტაპზე 160 ადამიანია დასაქმებული.

ოთარ დანელიამმარნეულისმუნიციპალიტეტშიდებედასარხისსარწყავ სისტემაზემიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. რეაბილიტაციისშედეგად, 3 სოფლის (არაფლო, კიროხლო, ქვ.ყულარის) 875 ჰასასოფლო-სამეურნეომიწისფართობიგასარწყავდება, რითაც 1800 მოსახლეისარგებლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებიმიმდინარე წელსდასრულდება. 
სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელმა რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ფერემერების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხეს.როგორც შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაიმართება.
,,რეგიონული ტურის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში დავათვალიერეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, რომლის ამოქმედებაც სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად გახდა შესაძლებელი. ის შედეგები, რაც უკვე სახეზეა, ნამდვილად შთამბეჭდავია. ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტიც. მობილიზებულია და სრულ მზადყოფნაშია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განვიხილეთ რეგიონის პოტენიციალი და ყველა ის მიმართულება, რაც შესაძლებელს გახდის იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლებას, საექსპორტო პროდუქციის წარმოების ზრდას და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ქვემო ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უფროსი მარიანა მორგოშია, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი და შპს ,,მექანიზატორის" დირექტორი ზვიად ჩხაიძე გაეცნენ.

 

წაკითხულია: 2857