ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში გაზიფიცირების პროცესი გამგებელმა დაათვალიერა
პრესრელიზი
30 სექტემბერი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის
საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილების უფროსი
ანა ლაფაჩი 599772288
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში გაზიფიცირების პროცესი გამგებელმა დაათვალიერა
გორის მუნიციპალიტეტში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში გაზიფიცირება მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა სოფელ ხურვალეთიში დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ხურვალეთში გაზიფიცირების სამუშაოებს შპს. „კონსტრუქციაX XI" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 კმ სიგრძის ბუნებრივი აირის მილის გაყვანა, ასევე ამომყვანების, მრიცხველებისა და გამანაწილებლების დამონტაჟება. მოსახლეობას სახლამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. პროექტის ღირებულებაა 280 000 ლარი. სოფელ ხურვალეთის 300-მდე ოჯახში ნოემბრის თვეში ცისფერი ალი აინთება და ადგილობრივებს ზამთრის სეზონისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მოუგვარდებათ. ამ სოფელში ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა. ხურვალეთში უახლოეს მომავალში სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარდება, მოწყობილია ჭაბურღილი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარის დამონტაჟება, რის შემდეგაც დაიწყება შიდა დაქსელვა.
გაზიფიცირების სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. გორის რაიონის 33 სოფელში წლის ბოლოსთვის ბუნებრივ აირს 8799 ოჯახი მიიღებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით საზღრისპირა სოფლების გაზიფიცირებისთვის 19 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 58 სოფელში 13 375 კომლის გაზიფიცირება მოხდება.