ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
12/12/2013

პრესრელიზი

12 დეკემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ ცეკვავამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და სოფლის მეურნეობის სექტორში სტატისტიკური ინფორმაციების სრულყოფის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას. ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე 6 თვით ადრე ,,საქსტატი" სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწვდის სამინისტროს ინტერესში შემავალი სტატისტიკური მაჩვენებლების ჩამონათვალს.
,,სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანია ზუსტი სტატისტიკური მონაცემების არსებობა. ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ნამდვილად უზრუნველყოფს. თავის მხრივ მემორანდუმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმარება ,,საქსტატს" საჭირო ინფორმაციის მიღებაში. ქვეყანაში დღეს სოფლის მეურნეობა უკვე პრიორიტეტული დარგია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით დარგის განვითარებისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯს. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერაც სწორედ ამის მაგალითია", - განაცხადა შალვა ფიფიამ.
მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექსპერტებით დაკომპლექტდება. საჭიროების შემთხვევაში, მოხდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განიხილება მხარეთა ინტერესში შემავალი სხვადასხვა საკითხები. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ასევე, იმსჯელებს სტატისტიკური კვლევებისთვის საჭირო ინფორმაციების შესახებ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქსტატს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა აქამდეც ხდებოდა, თუმცა მემორანდუმი გაფორმება ხელს შეუწყობს ორი უწყების კიდევ უფრო კოორდინირებულ და შედეგიან მუშაობას.

 

წაკითხულია: 3888

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში