ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ოსტატთა გადამზადების ტრენინგი ,,მზის კოლექტორების მშენებლობის,, საკითხებზე
15/10/2012

პრესრელიზი

15 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
news@rec-caucasus.org
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-
საქართველო მედიასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახური

ოსტატთა გადამზადების ტრენინგი ,,მზის კოლექტორების მშენებლობის,, საკითხებზე

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით ხონის რ-ნის სოფ. ივანდიდსა და საგარეჯოს რ-ნის სოფ. მანავში ჩატარდა ოსტატთა დახელოვნების ტრენინგი. აღნიშნული სწავლება განხორციელდა პროექტების ,,ადგილობრივი შესაძლებლობების შექმნა სოფლად, საოჯახო პირობებში გათბობის, ცხელი წყლისა და თბოსაიზოლაციო სისტემების დანერგვაზე ხელშეწყობა,, და ,,საქართველოს სოფლებში მზის ენერგიაზე მომუშავე საყოფაცხოვრებო ცხელი წყალმომარაგების დანერგვა,, ფარგლებში და ითვალისწინებდა დაინტერესებულ პირთა დახელოვნებას მზის კოლექტორების მშენებლობისა და ექსპლოატაციის საკითხებში. სწავლებას აწარმოებდა კვალიფიციურ ექსპერტთა ჯგუფი წინასწარ შედგენილი და ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული სწავლების მეთოდების გათვალისწინებით. სწავლების მონაწილე პირებს საშუალება მიეცათ მეტი თვალსაჩინოებისათვის თავად დაემზადებინათ სამოდელო ტიპის მზის კოლექტორები ექსპერტთა უშუალო ზედამხედველობით და უკეთ გაცნობოდნენ სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებს.

სწავლების დასრულების შემდეგ უკვე დახელოვნებულმა ოსტატებმა აიღეს ვალდებულება პროექტის გათვალისწინებულ პირობებში დაამზადონ და დაამონტაჟონ მზის კოლექტორები ბენეფიციარი მოსახლეობისათვის. პროექტები ,,ადგილობრივი შესაძლებლობების შექმნა სოფლად, საოჯახო პირობებში გათბობის, ცხელი წყლისა და თბოსაიზოლაციო სისტემების დანერგვაზე ხელშეწყობა,, და ,,საქართველოს სოფლებში მზის ენერგიაზე მომუშავე საყოფაცხოვრებო ცხელი წყალმომარაგების დანერგვა,, ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, ნიდერლანდების სამეფოს პროგრამა MARTA-ს და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) თანამშრომლობით.

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-

საქართველო მედიასთან და საზოგადოებასთან

ურთიერთობის სამსახური

წაკითხულია: 2142