12 ივნისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
ოჯახური გართობა დუბაიში
დუბაიში საზაფხულო სიურპრიზების ფესტივალი დაიწყო
ზაფხული დუბაიში ფესტივალთან და გართობასთან ასოცირდება. 7 ივნისიდან 7 ივლისამდე დუბაიში საზაფხულო სიურპრიზების ფესტივალი (Dubai Summer Surpise) მიმდინარეობს, ხოლო 20 ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე დუბაი კიდევ ერთი საზაფხულო ფესტივალი Modhesh World მართავს.
საზაფხულო სიურპრიზების ფესტივალისა და Modhesh World-ის ფარგლებში, რაც ოჯახური დასვენებისა და გართობის სინონიმებადაც კი ითვლება, ყოველწლიურად ინოვაციური და დაუვიწყარი სანახაობები იგეგმება. ამ დროს განსაკუთრებული ფასდაკლებები და სერვისია სასტუმროებში, უმაღლესი კლასის საბავშვო გასართობ ცენტრებში, სავაჭრო მოლებსა და პარკებში. ფესტივალზე დასწრებას და დუბაიში მოგზაურობას კი ყველაზე ინოვაციური და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის-flydubai-ს მეშვეობით თბილისიდან სულ რაღაც 2,5 ნახევარში შესძლებთ.
ფესტივალის პერიოდში შოფინგის მოყვარულებს სავაჭრო ცენტრები ფასდაკლებების გარდა მთელ რიგ ღონისძიებებს სთავაზობს:
Playnation-ში განთავსებულია უამრავი ატრაქციონი ნებისმიერი ასაკის ვიზიტორისთვის. სიმაღლიდან ხტომა აქ ყველაზე პოპულარული გასართობია. Cité des Enfants 2-დან 7 წლამდე ბავშვებს გასართობ და შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს. აქ ბავშვები შეისწავლიან ხატვას, ძერწვას და საზეიმო ღონისძიებებში თავადაც ჩაერთვებიან. განუმეორებელი ღონისძიებებია Mirdiff City Centre-შიც, სადაც „ტარზანის თოკების ატრაქციონი" მოქმედებს. Dubai Mall-ში განთავსებულია ყველასათვის საყვარელი პარკი SEGA Republic, სადაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და უახლესი 200-ზე მეტი ვირტუალური თამაში და სიმულატორია. აქვეა მინი აეროპორტიც, სადაც ბავშვებს შეუძლიათ მოირგონ მეხანძრის, პოლიციელის, პილოტის, მრბოლელის და მსახიობის როლები.
ფესტივალის განმავლობაში დამსვენებლებს Wild Wadi Waterpark - დამსვენებლების საყვარელი აკვაპარკიც მასპინძლობს. მისი ატრაქციონი Jumeirah Sceirah 33 მეტრის სიმაღლისაა, საიდანაც დაშვების მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ს აღწევს, „ბედისწერის გვირაბი" ზღვის სერფინგის ეფექტის სიმულატორია. Juha's Dhow & Lagoon-ში კი 100-მდე ულამაზესი ჩანჩქერია განლაგებული.
ტურისტების საყვარელი ადგილებია დუბაის აკვარიუმი და დუბაის წყალქვეშა ზოოპარკი. აქვეა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა.
ოქროსფერი სანაპირო Jumeirah Beach Residence-თან კი ყველაზე პოპულარ ადგილად ითვლება. აქედან იშლება ხედი ულამაზეს და უმდიდრეს ხელოვნურ კუნძულზე Palm Jumeirah, სადაც საუკეთესო ოქროსფერი ქვიშა და გასარუჯი სანაპიროებია.
დუბაიში ტურისტებისთვის სხვადასხვა ტიპის სასტუმროების უზარმაზარი არჩევანია, სადაც ყველაზე დიდი ფასდაკლება სწორედ ფესტივალის პერიოდში გრძელდება. Jumeirah Beach Hotel ერთ-ერთი საუკეთესო 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც გასაკუთრებული ხედებით, გამორჩეული მომსახურეობით და პოპულარული სინდბადის საბავშვო კლუბით იწონებს თავს.
რესტორანი Khan Murjan კი, რომელიც 150 მაღაზიითაა გარშემორტყმული ტურისტების საყვარელ არაბულ რესტორნად ითვლება. Dubai Fountains-ის მიმდებარედ უამრავი ოჯახური ტიპის რესტორანია, სადაც გემრიელი ვახშმის გარდა, ფანტანების შოუთი ტკბობაც შეუძლიათ ჩასულ ტურისტებს.
დუბაის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ ხორცილდება. ბილეთების შეძენა კი ვებ გვერდის flydubai.com , ან დისტრიბუტორი კომპანია დუბაი ჯის მეშვეობით შეგიძლიათ