პრესრელიზი
9 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
ანა ტოკლიკიშვილი,
ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო'.
მობ: 595 221 999.
ელ.ფოსტა: Anuka@osgf.geპალიატიური
მზრუნველობა წელიწადში 839 ბავშვს ესაჭიროება
ახალი კვლევის შედეგები ბავშვთა პალიატიურ მზრუნველობაზე საქართველოში
10 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' ოფისში (ჭოველიძის ქ.10) გამოქვეყნდება ახალი კვლევის შედეგები ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის საჭიროებებზე საქართველოში.
ახალი კვლევის მიხედვით საქართველოში პალიატიური მზრუნველობა წელიწადში ესაჭიროება თხუთმეტ წლამდე ასაკის 839 ბავშვს. კვლევის ავტორებმა შეისწავლეს პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა რაოდენობა, არსებული სერვისები, სახელმწიფო დაფინანსების არსებობა და მოცულობა. კვლევა ჩატარდა ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' მხარდაჭერით და მისი მიზანია პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, რაც, სამომავლოდ ხელს შეუწყოს ბავშვებისთვის შესაბამისი პალიატიური მომსახურების შექმნას.
პალიატიური მზრუნველობის განვითარება საქართველოში ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' მხარდაჭერით დაიწყო 1998 წელს. დღესდღეობით, თბილისში ფუნქციონირებს პალიატიური მზრუნველობის ორი დაწესებულება ე.წ ჰოსპისი, რომლებიც, ძირითადად, მოზრდილ პაციენტებს ემსახურება. ერთი ჰოსპისი ფუნქცნიონირებს ონკოპრევენციის ცენტრის ბაზაზე, მეორე კი-ფერისცვალების დედათა მონასტერში. არსებობს შინ მოვლის სამსახურიც. ბოლო წლებში, დაიწყო აქტიური მუშაობა ბავშვთა პალიატიური სერვისების და პროგრამების განსავითარებლად.
" ერთ-ერთ მითი, რაც პალიატიური მზრუნველობის შესახებ არსებობს არის ის, რომ ეს მომსახურება მხოლოდ ხანდაზრმული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ შესაძლოა პალიატიური მზრუნველობა ბავშვსაც დასჭირდეს, მაგრამ ვერ გავექცევით ფაქტს, რომ უკურნებელი სენით ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს. ამისათვის, საჭიროა, რომ შეიქმნას სპეციალური დაწესებულება ე.წ. ჰოსპისი, სადაც ბავშვებს და მოზარდებს შეუმსუბუქებენ დაავადებით გამოწვეულ ტკივილს, გაუწევენ სულიერ თანადგომას და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ბოლო წლებია აქტიურად ვმუშაობთ, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს შენობა პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებისთვის, რომელიც საგანგებოდ ბავშვებს მოემსახურება. პირველი ეტაპი იყო კვლევის ჩატარება იმისათვის, რომ დაგვედგინა წელიწადში რა რაოდენობის ბავშვს ესაჭიროება პალიატიური მომსახურება და რა სერვისები არსებობს ამ ეტაპზე. კადრებს მომზადებას, ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას და ზოგადად, ჰოსპისის ფუნქციონირებას 2015 წლამდე ხელს შეუწყობს ჩვენი ფონდი.' - ამბობს ნინო კიკნაძე, ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' წარმომადგენელი.
პალიატიური მზრუნველობის შესახებ:
პალიატიური მზრუნველობა არის მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილის მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.
###