ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პარაოლიმპიადისთვის სპორტსმენების მზადებას მარი ნაკანი -მამასახლისის ფოტოობიექტივი დააფიქსირებს
03/07/2012

პრესრელიზი

3 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

პარაოლიმპიადისთვის სპორტსმენების მზადებას მარი ნაკანი -მამასახლისის ფოტოობიექტივი დააფიქსირებს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 3 ივლისი, 2012 - პარაოლიმპიადისთვის ქართველი სპორტსმენების მზადების პროცესს,  მარი ნაკანი- მამასახლისის ფოტოობიექტივი დააფიქსირებს.

ფოტოპროექტი, რომლის ძირითადი მიზანია, საზოგადოებისთვის პარაოლიმპიადის მნიშნველობის ხაზგასმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საკუთარი თავის დამკვიდრების  და რეალიზების საშუალებების წარმოჩენა სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფის ორგანიზებით შედგება.

არდი ჯგუფი პარაოლიმპიადის განმავლობაში და მის შემდეგ,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენების დაზღვევას უზრუნველყოფს.

მარი ნაკანი- მამასახლისის ფოტოების გამოფენა,არდი ჯგუფის და პარაოლიმპიური კომტეტის ურთუერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებისას მოხდება.

პარაოლიმპიადა  ლონდონში 2012 წელს, ოლიმპიადის პარალელურად გაიმართება და მასში მონაწილეობას ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს.

ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში, მარი ნაკანი -მამასახლისი ხუთ სპორტსმენს  გადაიღებს, აქედან სამი სპორტსმენი  პარაოლიმპიადაში მონაწილეობის ლიცენზიას უკვე ფლობს.

წაკითხულია: 2344