ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პატიმრების დასახმარებლად ახალი პროექტი დაიწყო
02/05/2008

პრესრელიზი

2 მაისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირები:
მანანა კობახიძე (899 419102)
მარი ჩოხელი (899 15 7899)

პატიმრების დასახმარებლად ახალი პროექტი დაიწყო



[PUBLICITY.GE]თბილისი, 2 მაისი, 2008 - ორგანიზაცია « კონსტიტუციის 42-ე მუხლმა» საქართველოში ეუთოს მისიის მხარდაჭერით პატიმრების დასახმარებლად ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის სახელწოდებააა “მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ». პროექტი მიზნად ისახავს ავადმყოფი და უმწეო პატიმრების უფლებათა დარღვევის ფაქტების შემცირებას, მათთვის სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მარგინალური და მოწყვლადი ჯგუფების პატიმართა სამართლებრივი დახმარების პრობლემების შესახებ.

პროექტის განხორციელების აუცილებლობა გამოიწვია სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ავადმყოფი პატიმრების მძიმე მდგომარეობამ და გახშირებულმა სიკვდილიანობამ, ასევე უკვე დამკვიდრებულმა ცუდმა პრაქტიკამ, როდესაც არ ხდება მძიმედდაავადებული პატიმრებისთვის სასჯელის გადავადება ან სასჯელისაგან განთავისუფლება, თუმცა კანონმდებლობა აღნიშნულს ითვალისწინებს.

სამართლებრივი დახმარების და სასამართლოში წარმომადგენლობის გარდა, შეირჩევა სტრატეგიული საქმეები, რომლებსაც ორგანიზაცია აწარმოებს ადამიანის უფლებათაA ევროპულ სასამართლოშიც. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები -  მომზადდება რადიო გადაცემები და ბროშურები, გაიმართება ტრენინგები, მრგვალი მაგიდები და შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, სახალხო დამცველის ოფისის, სასჯელაღსრულების სისტემის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, მოსამართლეები.




###

წაკითხულია: 7407