ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს
30/04/2015

პრესრელიზი

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს

დღეს, 30 აპრილს, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი 2014 წლის ანგარიშს საქართველოს პარლამენტს პლენარულ სხდომაზე წარუდგენს. ანგარიშში გაერთიანებულიაქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და ინსპექტორის აპარატის 2014 წლის საქმიანობა. 

თამარ ქალდანთან ერთად სესიაზე თანამომხსენებლები იქნებიან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ორივე კომიტეტმა ინსპექტორის ანგარიშზე დადებითი დასკვნა უკვე მოამზადა.
 
2014 წელი გარდამტეხი იყო ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტადნარტების დასამკვიდრებლად გადადგმული ნაბიჯების კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ნაცვლად 2016 წლისა 2014 წლის 1 ნოემბრიდან, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ყველა დებულება სრულადმოქმედებს კერძო სექტორის მიმართ; ასევე, გაიზარდა ინსპექტორის მანდატი და ის უკვე ფარავს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას დანაშაულის გამოძიებისა და პრევენციის მიზნებისათვის.

2014 წელს ინსპექტორის აპარატმა:
- გასცა1000-ზე მეტი კონსულტაცია, 
- ტრენინგი ჩაუტარდა 1700-ზე მეტ წარმომადგენელს,
- ინსპექტორმა განიხილა და კონკრეტული შედეგი დადგა 19 მოქალაქის განცხადების შესწავლის შემდეგ, 
- განხორციელდა 14 ორგანიზაციის ინსპექტირება, 
- არამართლზომიერი დამუშავების გამო დაჯარიმდა 3 საჯარო უწყება: საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. 

 

წაკითხულია: 4985