პრესრელიზი
4 აპრილი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნუკა ლეჟავა
პიარ კლუბის თანადამფუძნებელი
599157766
ელ.ფოსტა: nuka@prclub.ge
დიანა ველენგურსკაია
პიარ კლუბის თანადამფუძნებელი
მობ: 5 99 474854
ელ.ფოსტა: diana@prclub.ge
პიარ დღეები 2014 თბილისი, 4-5-6 აპრილი, 2014
დღეს, 4 აპრილს 18:00 საათზე „პიარ დღეები 2014"-ი ონლაინ კონფერენციით გაიხსნება, რომლის სტუმარი იქნება მეთ გონრინგი (Matthew Gonring) 35 წლიანი სტაჟით პიარისა და კომუნიკაციის სფეროში. ონლაინ კონფერენციას უმასპინძლებს მულტიმედია განათლების ცენტრი თბილისში. სტუმარი ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ისაუბრებს სფეროს თანამედროვე ტენდენციებზე. პროექტი პროფესიული გაერთიანება პიარ კლუბის ორგანიზებით ჩატარდება და ის სამი დღის განმავლობაში, სხვადასხვა პიარ აქტივობებით იქნება დატვირთული.
5 აპრილს პიარ დღეები კომპლექს „კრუიზში" გადაინაცვლებს, სადაც რამდენიმე თვის წინ დაწყებული ბლოგერების კონკურსის, თემაზე „პიარი დღეს", გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება". ღონისძიების ფარგლებში კომუნიკაციის სფეროში დასაქმებული პრაქტიკოსები წარადგენენ პრეზენტაციებს პიარის ამჟამინდელი თუ სამომავლო გამოწვევებისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე. პარალელურად, პიარ ლიტერატურის და განათლების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 6 აპრილს „პიარ დღეები 2014"-ს პიარ კლუბის 2 წლის იუბილე დაასრულებს, სადაც არაოფიციალურ გარემოში, პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებიც გათამაშდება.
პროექტის მიზანია პიარ სფეროს პოპულარიცაზია - ამ სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსების ერთ სივრცეში გაერთიანება, გამოცდილების გაზიარება, სიახლეების ურთიერთგაცვლა, პრობლემატური საკითხების გამოვლენა და მათი მოგვარების გზების ძიება. პროექტი „პიარ დღეები" 2006 წლიდან იღებს სათავეს და გარკვეული წვლილი მიუძღვის სფეროს განვითარებასა და წინსვლაში.