ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პიარ-კლუბის მორიგი ღონისძიება
25/07/2012

პრესრელიზი

25 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ეკატერინე ადეიშვილი
„ედვერთ.ჯი"-ს დამფუძნებელი
მობ: 599 76 05 09
ნუკა ლეჟავა
კულტურის ცენრტ „მუზას"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მობ: 599 15 77 66

პიარ კლუბის მორიგი ღონისძიება

პიარ-კლუბი"-ს ერთ კვირიანი ტრენინგების დასარულს, ყველა დროის საუკეთესო რეკლამების ჩვენება, განხილვა და დაჯილდოება მოეწყობა

საღამოს გამართვის დრო: 25 ივლისი. 21 საათზე

საღამოს გამართვის ადგილი: კულტურის ცენტრიმუზა" _ ბარი ვიტამინი
"

ერთი კვირის განმავლობაში, შავი ზღვის უნივერსიტეტში პიარ კლუბი საშუალებას აძლევდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერებს, მარკეტინგის წარმომაგდენლებს და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, მოესმინათ საკმაოდ საინტერესი ტრენინგები, სხვადასხვა თემაზე.

პიარ კლუბის მიერ მოწყობილი, ერთ კვირიანი ტრენინგის შემდმეგ, სადაც ჩართულები არიან ქართული კომპანიების პიარ და მარკეტინგის წარმომადგენლები, გაიმართება სარეკლამო რეკლამების ჩვენების დღე, დახურვის ცერემონიალის სახით. ტრენინგის მონაწილეეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. მონაწილეები და ფასილიტატორები, მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეაფასებენ და განიხილავენ სარეკლამო რგოლებს, აქციებს და ა.შ.

საღამოზე მოწვეულნი იქნებიან, პიარ კლუბის წევრები, ქართული სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები, რეკლამის დამკვეთები და შემსრულებლები, რეკლამის შემფასებლები და უბრალოდ მოყვარულები.

საღამო დაიყოფა სამ  ნაწილად
.

1-ლი ნაწილი: პროექტორზე გავა, ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო რეკლამების 20-ეული.

ეს არის ის რეკლამები, რომლებიც მაყურებელს ახსოვს და რომლებმაც კომპანიებს განსაკუთრებული სარგებელი და იმიჯი მოუტანეს.

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ვიდეო-რგილები, მაღალანაზღაურებადი მსახიობების მონაწილეობით, ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ვიდეო რგილები, რომლებიც საუკეთესო რეკლამებად აღიარა მსოფლიომ.

ყველაზე კარგი იდეები, სცენარები, კადრები და სლოგანები.

ყველაზე ცნობილი ბრენდები, რომლებიც რეკლამაში შემოსავლების მინიმუმ ნახევარს დებენ. მაგ: კოკა-კოლა

მე-2 ნაწილი: ძველი ქართული რეკლამების ნაკრები

მაგ: კომპანია „მაგთი"  (გადმორეკე, ქვევრი)      

კომპანია „ჯეოსელი" (ეს-ემ-ესი, აუზი, 21-ე საუკუნის კლასი)

კომპანია „იმედი ელ" (საქანელა)

კომპანია „ალდაგი" (ვენდობი)

კომპანია „აქსისი" (ფედოდ პაპა მიხაილის გადაღებული ვიდეო-რგოლი

კომპანია „იბერია" (სახლში მინდა)

კომპანია „თელასი" (ნუ გამოიგონებ ველოსიპედს)

„საქართველოს ბანკი" (ხელები, იგრძენი, მომავალი, ხეები)

„ნატახტარი" (ნიკო გომელაური. მერე რა რომ ზამთარია)

"Summer in Georgia"

ბილაინი _ (ბრუუუუ)

სილქ-ნეტი : საახალწლო

„დანონი" _ არა ქართული, მაგრამ კავკასიაში გადაღებული

საღამოს ამ ნაწილის დასრულების შემდეგ, კიდევ იქნება შეფასება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაიხსენოს ის პერიოდი და ემოცია, რომელიც ამ რეკლამების ნახვის შემდეგ გაუჩნდა.

მე-3  და მთავარი ნაწილი: 2011-2012 წლის პროდუქციის ჩვენება და შეფასება.

სარეკლამო საიტი „ადვერთ.ჯი" ბოლო ერთი წელია ატარებს ონლაინ-კონკურსს საუკეთესო სეზონური რეკლამების გამოსავლენად.  გამოკითხვაში, მონაწილეობას იღებს ათასობით ინტერნეტ-მომხმარებელი, რომელიც თავის აზრს გამოხატავს ყველა რგოლისთვის ადგილის მინიჭებით.

უკვე გამოვლენილია

1.საუკეთესო საახლაწლო რეკლამა: კომპანია „უნიქარდი", შემქმნელი „კომპანია „მეტრო" რეჟისორი: გიორგი ლიფონავა.

მეორე-ადგილი  _ საქართველოს ბანკი_სანტა. დიმა ჩხეიძე-რეჟისორი

მესამე ადგილი _ თი-ბი-სი ბანკის _ 12 სერია, რეჟისორი _ დათო ბორჩხაძე, კომპანი ვინდ ფორსი

2.ზამთრის სეზონის გამარჯვებული:  კომპანია „გალფი", შემქნელი „მეტრო", რეჟისორი-დიმა ჩხეიძე

მეორე ადგილი _  სილქ-ნეტი. აბკ

მესამე ადგილი _ მომსახურების სააგენტო. მეტრო, რეჟისორი _ დათო ბორჩხაძე

3. გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული: კომპანია „ფლეი აჭარა", შემქმნელი „მეტრო". რეჟისორი - გიორგი ლიფონავა.

მეორე  ადგილი _ სილქ-ნეტის „თუთიყუში"

მესამე ადგილი_  „ბორჯომი" რეჟიოსორი (უკრაინა)

გარდა ამისა, ამორჩეული იქნება სამივე კონკურსის მონაწილე საუკეთესო რეკლამები, რომელსაც მოწვეული სტუმრები ღია ცის ქვეშ ნახავენ და შეაფასებენ.

ადვერთ.ჯი-ს გამარჯვებლებისთვის  გადაეცემათ დიპლომები და კომპანია „ფლაუერს.ჯის" მიერ დაწესებული კომპიზიციები.

ოფიციალური ნაწილის დასასრული
!

სარეკლამო სიახლეები: ამის შემდეგ ეკრანზე გავა კანის კინოფესტივალის და სხვა უცხოერი კონკურსების წლევანდელი გამარჯვებული რეკლამები, შესავალი ტიტრით, რომელმა რა ნომინაციაში გაიმარჯვა.

ღონისძიების მხარდამჭერები: რადიო ტიფლის FM,რადიო ფორტუნა,რადიო იმედი,ფოკუს TV,იმედი,რუსთავი 2,ჯურნალი „დიზაინ რევიუ",საინფორმაციო სააგენტოები: COMMERSANT.GE, GHN.GE, PRESSA.GE, PIRWELI.COM.GE

##

პიარ კლუბის შესახებ:

პიარ კლუბი არის არაკომერციული საზოგადოებასთან ურთიერთობების პროფესიული ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სფეროს განვითარებაზე, კლუბის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, საზოგადოების ურთიერთობების პროფესიის ინტერესების დაცვაზე, პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობაზე,  სფეროს პოპულარიზაციაზე ზრუნვას, წევრების ინფორმირებულობას  სფეროში მიმდინარე სიახლეებზე და სხვადასხვა კამპანიის და პროექტების ერთობლივად განხორციელება.

კლუბის არის ახალი საკომუნიკაციო მოდელი პოტენციურ კლიენტებს შორის, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ფორმის განვითარებას, ასევე ურთიერთობის გაღრმავებას პარტნიორებთან, საზოგადოებასთან, მედია საშუალებებთან
.

ედვერთ.ჯი- შესახებ:

ეს არის ერთადერთი სარეკლამო ვებ-გვერდი, ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სადაც ყველა დროის საუკეთესო რეკლამების უდიდესი ბაზა დაგვხდებათ. ყველა რეკლამა, რომელიც საიტ ადვერთ.ჯი-ზე თავსება არის უმაღლესი ხარისხის. ადვერთ.ჯი- აქვს ქართული საუკეთესო რეეკლამების ბაზაც და ისეთი ქვე-სტრუქტურა, ადვილად სეიძლება დადგენა, თუ რა ტიპის რეკლამები მოსწონთ საქართველოში. ვიდეო-რგოლების დარტიელბის და კომენტარების საფუძველზე. ვებ-გვერდი ახალი წლის შემდეგ ატარებს, სეზონურ სარეკლამო  კონკურსს, სადაც განთავსებულია ბოლო დროის ქართული საუკეთესო რეკლამები.

მომხმარებელი, დალაგების პრინციპით ირჩევს, არა ერთ საუკეთესოს, არამედ ყველა მონაწილე ვიდეო-რგოლს თავის ადგილს უჩენს. ადვერთ.ჯი-ცდილობს საქართველოში რეკლამით დაინერესებული ადამიანებისთვის ახალ-ახალი რეკლამების მოძიებას და დრიულად მიწოდებას. საიტი მუდმივად განახლებულია და დღეში მინიმუმ 1000 ადამიანი სტუმრობს, როგორ საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც.

წაკითხულია: 3700